კომპანია “BP”-მა კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე  “შაჰ დენიზ”-ის საბადოზე ბუნებრივი აირის მომპოვებელი სამუშაოები განაახლა. აღნიშნული სამუშაოები პლატფორმაზე დაწყებული პროფილაქტიკური ღონისძიების გამო იყო შეჩერებული. როგორც “Trend-ი იტყობინება, პლატფორმა სრული დატვირთვით ეტაპობრივად ამუშავდება.

შეგახსენებთ, რომ „შაჰ დენიზის“ ბუნებრივი აირის მარაგი 1,2 ტრილიონ კუბომეტრია.

მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში “შაჰ დენიზ”-ზე ბუნებრივი აირის 5,2 მილიარდი კუბომეტრი და კონდენსატის 1,2 მილიონი ტონა (დაახლოებით 9,8 მილიონი ბარელი) მოიპოვეს.

შარშან კი, ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 4,75 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 1,12 მილიონი ტონა კონდენსატი შეადგინა.