ყოფილი დეპუტატი, წარსულში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის სახით აღარ მიიღებს მონაწილეობას და დამოუკიდებლ სუბიექტად გავა.

როგორც ვალერი გელბახიანმა გაზეთ “ახალ თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საკუთარ წყაროზე დაყრნობით იცის, საპარალენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამოუკიდებლად მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილია და ახლა მიმდინარეობს მსჯელობა საარჩევნო სიის პირველი ნომერიზე, რომელიც მისი ვარაუდით ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნება. “კოალიციაში შემავალი პარტიებიდან კი გარკვეული პიროვნებები შესაძლოა გაწევრიანდნენ “ქართულ ოცნებაში”, – აცხადებს გელბახიანი.

გაზეთ “ალისათვის” მიცემულ ინტერვიუში ყოფილი დეპუტატი საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნდებაზე საუბრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფიზიკური საფრთხე დაემუქრება.

“ჩემი ვარაუდით, ის ყველა შემთხვევაში პოლიტიკაში შემოვა, სხვანაირად მოუწევს, ქვეყანა დატოვოს, რადგან მას ფიზიკური საფრთხე დაემუქრება. როცა ის პოლიტიკიდან წავიდა, მაშინვე ვთქვი, რომ ის აუცილებლად შემობრუნდება პოლიტიკაში, სხვაგვარად შეიქმნის პრობლემებს-მეთქი და თქვენ ხედავთ, რომ ეს პრობლემები მას უკვე ეწყება. არ გამოვრიცხავ, რადიკალური წახალისება წავიდეს მთავრობაში”, – ასკვნის ვალერი გელბახიანი.

მისივე აზრით, არჩევნებამდე 6 თვით ადრე ბიძინა ივანიშვილი კარდინალურ წმენდას განახორციელებს და ახალ მთავრობას “რესპუბლიკელების” გარეშე შექმნის. “არც ერთი “რესპუბლიკელი” მინისტრთა კაბინეტში არ იქნება. ხალხს გამოუცხადებს, თუ რაიმე წარუმატებლობა ჰქონდა პოლიტიკაში, ეს იყო “რესპუბლიკელებისა” და ირაკლი ალასანიას ბრალი, მე დავუშვი შეცდომა, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალი არ მქონდა. აი, ეს იქნება მისი მხრიდან მთავარი ბრალდება “რესპუბლიკელებისა” და ალასანიას მიმართ შეიქნება დროებითი მთავრობა და არჩევნები გადაწყვეტს, რა ძალები მოვლენ ქვეყანაში”, – აცხადებს ვალერი გელბახიანი.

მისივე განმარტებით, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე თუ არ დამტკიცდა ახალი მთავრობა და დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა, ამით კონსტიტუცია არ ირღვევა. ვალერი გელბახიანი ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება.