რუსეთში ექსპორტზე გასატანი ქართული ღვინით დატვირთული სამი მანქანა საბაჟო გააჩერეს, თუმცა, როგორც “შპს “წინანდლის ძველი მარნის” დამფუძნებელი ელდარ მილდიანი აცხადებს, ამ დროისთვის პრობლემა მოგვარებულია და რუსეთში ესპორტზე დამატებით კიდევ 2 მანქანა გავა.

“რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო, არ მოერიდებოდათ და მანქანები უკან წამოვიდოდნენ. გზაშია კიდევ 2 მანქანაა, დღესაც იტვირთება ახალი მანქანა და ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს”, – აცხადებს ელდარ მილდიანი.

“წინანდლის ძველი მარნის” დამფუძნებელელს რუსეთიდან პარტნიორებმა გუშინწინ საღამოს დაურეკეს, რომ ღვინით დატვირთული 3 მანქანა საბაჟოზე იყო შეჩერებული, თუმცა მოგვიანებით შეატობინეს, რომ ღვინო ჩვეულებრივ განაბაჟეს და მანქანები გაატარეს.