საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სამთავრობო პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მრავალრიცხოვან პენსიონრებს, რომლის რიცხვმა წელს 713 ათას ადამიანს მიაღწია, საჩუქარი გაუკეთა. 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიამ 20 ლარით მოიმატა და 180 ლარი (დაახლოებით 77 აშშ.დოლარი) შეადგინა. გასაგებია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ასეთი მოცულობის ყოველთვიური პენსია ღიმილს, გაოგნებას, ან გაოცებას გამოიწვევს, მაგრამ ასეთია საქართველოს რეალობა და ამას გვერდს ვერ ავუვლით. მთავრობის საპატივცემულოდ უნდა ითქვას, რომ მას მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად, რეგიონული განსაკუთრებულობის გათვალისწინებით, დიფერენცირებული მიდგომა აქვს. ამგვარად, ასაკით პენსიონერი ადამიანი, რომელიც მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობს, ყოველთვიურად 216 ლარს (92 აშშ.დოლარს) მიიღებს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი დღეისთვის 160 ლარს შეადგენს. მიჩნეულია, რომ ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მან ყოველდღიურად 2300 კალორია მიიღოს და პირველადი საჭიროების ხარჯები დაფაროს. მაგალითად, როგორიცაა: ჰიგიენა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, მომსახურეობა, კულტურული მოთხოვნილება. თუმცა, სტატისტიკა, როგორც მეცნიერება უკვე დიდი ხანია ყველა ქვეყნის იუმორისტებს კვებავს.

საარსებო მინიმუმი ორ ნაწილად იყოფა – პროდუქტების კალათა და სხვა დანარჩენი. კალათში საარსებო საჭიროება გრამების სიზუსტით არის დათვლილი და ის საარსებო მინიმუმის 70%-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიონერს თვეში საკვებისთვის 112 ლარის (48 აშშ.დოლარი) დახარჯვა შეუძლია. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ თანხით ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ არსებობა – შესაძლებელი. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ პროდუქტის და ტრანსპორტის ფასებს; ელ.ენერგიის, გაზის, წყლის, ნაგვის გატანის კომუნალურ ტარიფებს; ასევე მედიკამენტების და სამედიცინო დახმარების ფასს. აფთიაქებში წამლები უპრეცედენტოდ ძვირია და საშეღავათო სისტემის არსებობის მიუხედავად, მდგომარეობა საკმაოდ რთულია. საპენსიო ასაკის ადამიანები კი მოსახლეობის სწორედ ის ნაწილია, რომელსაც სამედიცინო დაწესებულება და აფთიაქი, გასაგები მიზეზებით, ყველაზე მეტად სჭირდება.

C3BC33D3-2EDD-456C-AFA1-174D003ABB94_cx0_cy7_cw0_w987_r1_s_r1საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამაყობს, რომ 2012 წლიდან, ასაკობრივი პენსიის მთლიანი ბიუჯეტი ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, შესამჩნევლად გაიზარდა.

«”ასაკობრივი პენსიის მთლიანი ბიუჯეტი 2012 წლისთვის 1 045 მილიარდ ლარს შეადგენდა, წელს კი – 1 570 მილიარდი ლარია, ანუ პენსიონრების უზრუნველყოფა ნახევარი მილიარდით გაიზარდა», – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ეს მართლაც საამაყო ციფრია. ხელისუფლებამ საპენსიო რეფორმის რეფორმირების კონცეფცია მოამზადა, რომელი ორი კომპონენტისგან შედგება. ამჟამინდელი პენსიონრებისთვის მიმდინარე ინფლაციის გათვალისწინებით, პენსიის ინდექსაციის მექანიზმი შემუშავდება. მეორე მოდელი კერძო დაგროვების მოდელს ვარაუდობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თითოეული შრომისუნარიანი მოქალაქე საპენსიო ფონდში თავისი ხელფასის 6%-ს შეიტანს, თუმცა პირადად ის 2%-ს გაიღებს, ხოლო მისი დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2%-ს.

საპენსიო ფონდი ფულს ეკონომიკაში დააბანდებს და მოგებას მიიღებს. საქართველოს მოქალაქე პენსიაზე გასვლისას დაგროვებულ თანხას და დაგროვებულ მოგებას მიიღებს. დღეს საქართველოში 3,7 მილიონი მოსახლეს 20%-ს საპენსიო ასაკის მოქალაქეები შეადგენენ. იგეგმება, რომ 2050 წელს ეს ციფრი 25%-მდე გაიზრდება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაგროვების სისტემასთან დაკავშირებით მოსახლეობას სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. ვინ და როგორ დააბანდებს საპენსიო ფულს, ვინ იქნება სტაბილური სარგებლის აღების გარანტი და რა მოხდება, თუ ინვესტიცია არ გაამართლებს და ყველაფერი გაკოტრებით დასრულდება?! მოსახლეობამ სამწუხაროდ, ფინანსური რყევების და პირდაპირი მაქინაციების ძალიან დიდი და მწარე გამოცდილება აქვს ნაგემი. ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ ვითარებაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ტყუილად არ ამბობდა ბრძენი ხოჯა ნასრედინი – 20 წელიწადში ან ვირი იქნება, ან ვირის პატრონიო. ამ ფონზე აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან ფულად კომპონენტს წარმოადგენს ფულადი გზავნილები სხვა ქვეყნიდან. თუ ქვეყანაში არ არსებობს მაღალგანვითარებული წარმოება და სოფლის მეურნეობა, ბიუჯეტს ემიგრაციაში არც ისე იოლი შრომით მოპოვებული ფულით ავსებენ. ხშირად, ასეთ შრომას მონობასთან აიგივებენ, თუმცა ბევრი ოჯახი სწორედ ამის წყალობით არსებობს.

ფულადი გადარიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. მარტო ივნისში ამ ქვეყნიდან 36 მილიონი დოლარი გამოიგზავნა. საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გადარიცხვების 34% რუსეთზე მოდის. 2016 წლის პირველ 6 თვეში რუსეთიდან შესრულებულმა ფულადმა გზავნილმა 173,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

როგორც ცნობილია ყველა გადაზიდვა ოფიციალური გზით არ ხდება. ფული ნათესავებს, მეგობრებს და ნაცნობებსაც ჩამოაქვთ. რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა საბერძნეთი, საიდანაც 13 მილიონია გადმორიცხული; შემდეგია იტალია – 115 მილიონით, აშშ – 10,7 მილიონით, თურქეთი – 7,8 მილიონით და ისრაელი – დაახლოებით 5 მილიონით. ყველაზე მეტი ემიგრანტი საბერძნეთში, თურქეთში და აშშ-შია. აქედან იმის დასკვნა შეიძლება, რომ იქ სამუშაო ძალიან რთულია, ცხოვრება ძვირია და ხელფასები ნაკლები.

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4 მილიარდ დოლარს უახლოვდება. რუსეთი კვლავინდებურად საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად რჩება.

235195395ამ ფონზე საქართველო კი რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის და სევასტოპოლის გამო დაწესებულ სანქციებს უერთდება. ეს სწორედ ის ეკონომიკური სანქციებია, რომელსაც დასავლეთის საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა საკუთარ ფეხში გასროლა უწოდეს.

რუსეთის პარლამენტმა მყისიერად უპასუხა საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს და საქართველოდან ღვინის და “ბორჯომის” იმპორტის აკრძალვა მოითხოვა. ამ მოთხოვნის ინიციატორმა დეპუტატმა იან ზელინსკიმ განაცხადა:

მათი ღვინის და მინერალური წყლის გარეშეც გავძლებთ. ჩვენ საკუთარი წყაროებიც უხვად გვაქვს. საჭიროა ყირიმის განვითარება – ღვინის და ტურიზმის თვალსაზრისით. კარგი ღვინის, ყოველგვარი ქიმიის გარეშე, ქართულისგან განსხვავებით

სამაგიეროდ, საქართველო და სხვა ქვეყნები ფედერიკა მოგერინმა შეაქო:

ისინი საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობას უზრუნველყოფენ

ისღა დაგვრჩენია ვკითხოთ ქალბატონ მოგერინს: როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული პოლიტიკა, თუ მას ევროკავშირის საბჭო კარნახობს? რა საჭიროა სანქციებთან შეერთება, თუ ევროპაში საპროტესტო გამოსვლები ყოველდღიურად ძლიერდება? და უკვე მთელი რიგი რეგიონები – თანაც შედარებით განვითარებულები – ოფიციალურ დონეზე აცხადებენ, რომ მათ ამომრჩევლებს არ სურთ ბრიუსელური ბიუროკრატიის ბრძანებების შესრულება.

P.S. იმისათვის, რომ რუსოფობ ევროჩინოვნიკებს, რომლებისგანაც საქართველოს ცარიელი დაპირებების გარდა არაფერი უნახავს, ასიამოვნო, რამდენჯერ შეიძლება იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ?

ირაკლი ჩხეიძე Dalma News-ისთვის