საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, გასულ თვეს ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4180 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.3% სამეწარმეო, ხოლო 2.7% – არასამეწარმეო სუბიექტია.
სააგენტოს ცნობით, წინა წლის ივლისთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 14.6%-ით, არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა კი, 8.6%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, ამა წლის ივლისში დარეგისტრირდა 113 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 54 კოოპერატივი, 15 სააქციო საზოგადოება, 8 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.