იუსტიციის სახლის ვებგვერდს დღეიდან, აფხაზურენოვანი გვერდი დაემატა, ხოლო მომავალში იუსტიციის სამინიტრო აფხაზური ვებგვერდის გახსნას გეგმავს. სიახლის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის თქმით, ეს ვებგვერდი ყველას გააერთიანებს და ყველას მისცემს საშუალებას, დოკუმენტები მათთვის ხელმისაწვდომ ენაზე ჰქონდეთ და იცოდნენ, რა პროცედურები უნდა გაიარონ, რომ სახელმწიფოსგან მიიღონ მომსახურება.

” ადამიანის უფლებებში ისიც იგულისხმება, რომ სერვისები მათთვის გასაგებ ენაზე იყოს ხელმისაწვდომი. “ეს არის აფხაზეთში, ქართულთან ერთად სახელმწიფო ენა, აფხაზური ენა და ჩვენ მომავალში იუსტიციის სამინიტროს აფხაზურ ვებგვერდსაც გავხსნით,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.