ირანის ისლამური რესპუბლიკა სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესს. ამის შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტო “ირნა”-სთან საუბარში აზერბაიჯანში ირანის ელჩმა მოჰსენ პაკაინმა განაცხადა.

ირანის რეგიონულ პოლიტიკაზე საუბრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების აქტიური საქმიანობის შედეგად, თეირანში სულ უფრო ინტერესდებიან ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებით.

თუმცა, დიპლომატმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.