ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სამუშო ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გუბაზ სანიკიძის ხელმძღვანელობით, ირანის მეჯლისის თავმჯდომარემ ალი ლარიჯანმა მიიღო.

მხრეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

“ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ახალ რეალობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის უნდა გაიზარდოს ვაჭრობა, გადაზიდვები და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. ირანსა და საქართველოს შეგვიძლია  დავუკავშიროთ ერთმანეთს სპარსეთის ყურის და შავი ზღვის პორტები. ასევე, აუცილებელია თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში”, – განაცხადა ალი ლარიჯანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გუბაზ სანიკიძე თავის მხრივ, მიესალმა ვენაში, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დასრულებას და ალი ლარიჯანის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი მოწვევა გადასცა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მეჯლისის საგარეო და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ალაედინ ბორუდჯერდის შეხვდა. შეხვერაზე აქცენტები გაკეთდა საქართველო-ირანს შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში თანამშრომლობაზე.

“ახალ რეალობას კარგად უნდა გამოყენება, რათა დამყარდეს ჩვენ შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, მიუხედავად უდიდესი კონკურენციისა, რაც ამჟამად ირანში ხდება.  ჩვენი პრიორიტეტი იქნება აუცილებლად მეზობლები და მეგობრები. მეგობრობაში და მეზობლობაში ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ყოველთის ეკავა და უკავია საქართველოს და ქართველ ხალხს”, – განაცხადა მეჯლისის საგარეო და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.