ქართული ვაზის 400-ზე მეტი და ქართული ხორბლის უძველესი აღდგენილი ჯიშები, – ჯიღაურას საკვლევ ბაზაზე მოყვანილი კულტურების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მიიღო.

მთავრობის მეთაურმა, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად, ახლად გახსნილი ცენტრი დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

“სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მიმდინარეობს კვლევები ბევრი მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრი ჩვენს ფერმერებს დაეხმარება, სწორად დაგეგმონ მეურნეობა”, – განაცხადა პრემიერმა.

აღნიშნული ცენტრი გასულ წელს, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა.