საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია შეუძლია, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირებს. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის პირმა უნდა მიმართოს ნებისმიერ იუსტიციის სახლს, ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს; თან იქონიოს დოკუმენტები: განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იუსტიციის სახლი

თუ პირი არ ცხოვრობს საქართველოში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზეა შესაძლებელი გაიხსნას ინდ.მეწარმეობა, ან შპს.

ინდ.მეწარმედ რეგისტრაციისთვის აუცილებელია პირმა წარმოადგინოს იურიდიული მისამართი და ელექტრონული ფოსტა, იურიდიული მისამართი შესაძლებელია იყოს საქართველოში არსებული, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნებისმიერი უძრავი ქონება. თუ კონკრეტულ უცხოელ პირს საქართველოში არ აქვს აღნიშნული მისამართი, შეუძლია თავად ქონების მესაკუთრისგან მიიღოს თანხმობა, ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა), რომ მისი საცხოვრებელი მისამართი გამოიყენოს იურიდიულ მისამართად. შპს-ს რეგისტრაციის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი წესდების წარმოდგენა.

თუ უცხოელი ქართულად ვერ საუბრობს, საჭიროა ორ ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები ნოტარიულად ჰქონდეს დამტკიცებული და თარჯიმნის დახმარებით დაამოწმოს ისინი ოპრეატორთან, ხოლო, თუ გამართულად საუბრობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, შეუძლია თავად დაამოწმოს თავისი დოკუმენტები ოპერატორთან.

მომსახურების საფასურები: ინდ.მეწარმედ რეგისტრაცია ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი, იმავე სამუშაო დღეში – 50ლარი.

შპს-ს რეგისტრაცია ერთ სამუშაო დღეში ღირს 100 ლარი, იმავე სამუშაო დღეში – 200 ლარი.

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

ამ პროცედურების გავლის შემდეგ პირი უნდა დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურს და იქ დააარეგისტრიროს თავისი საქმიანობა.

უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტერნეტმისამართზე https://psh.gov.ge.

ინდივიდუალური მეწარმე – არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

სამეწარმეო საქმიანობა – არის სუბიექტის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად;

სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა;შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ ასეთი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.