იაპონია საქართველოში ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით ახალ პროექტებს განახორციელებს, რაც თბილისისა და რუსთავის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობის ინიციატივას ითვალისწინებს.

ეს საკითხი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მისმა მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ იაპონური ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილეს.

როგორც Dalma News-ს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, იაპონური მხარე ასევე შეხვდა სამინისტროს დარგობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს და მათგან საქართველოში ნარჩენების მართვის შესახებ საკანონმდებლო საკითხებზე განმარტებები მოისმინა. შეხვედრაზე გარემოსდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებზეც იმსჯელეს.

იაპონია საქართველოში ნარჩენების გადამუშავების სფეროში მდგომარეობის შესახებ მოკვლევას ახორციელებს, რომელიც 2016 წლის აპრილში დასრულდება.

დელეგაციის შემდაგენლობაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის (JIჩS), კომპანია – “Carbon Free Consulting”-ისა და კომპანია “Global System Co. Ltd.”-ის წარმომადგენლები შედიან.