6-წლიანი პაუზის შემდეგ როსტოვი-თბილისის რეისი ფუნქციონირებას აგრძელებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსი” გაზეთ “Коммерсант-ზე” დაყრდნობით იუწყება.

ეკონომ კლასის ბილეთის ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარი (12 600 რუბლი) ეღირება. მგზავრებს 50-ადგილიანი ბომბარდიერ CRJ-200 მოემსახურება, ხოლო რეისები ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. როსტოვში თვითმფრინავი დილის 10 საათზე ჩაფრინდება, ხოლო 11-ზე თბილისის მიმართულებით აიღებს გეზს.

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამომისვლა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეწყდა.