დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს დავით როგავას შეხვდა.

დავით როგავამ სახელმწიფო მინისტრს გააცნო თავისი მოღვაწეობის სფეროები. იგი 40 წელია საქმიანობს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

უწყების ინფორმაციით, ბიზნესმენი ქართული დიასპორის აქტიური წარმომადგენელია, ხშირად აწყობს ე.წ. ქართულ საღამოებს მოსკოვში და აკავშირებს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ერთმანეთთან, ამასთანავე აქტიურად ეხმარება როგორც საქართველოში ასევე რუსეთში მცხოვრებ ქართველებს.

შეხვედრის დასასრულს, გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო აპარატის სამომავლო გეგმები და მიიწვია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ დიასპორულ კვირეულზე.