“სომხეთის ელექტროქსელების” (რუსული “ინტერ რაოს” შვილობის კომპანია) საქმიანობასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, რუსეთთან ურთიერთობები არ დაძაბულა. – მიაჩნია გამოკითხული მოქალაქეების 60%-ს. სოციოლოგიური კვლევა 6-დან 13 ივლისამდე ჩაატარა “მარკეტინგის სომხურმა ასოციაციამ”, რომელიც სომხეთში Gallup International-ის ქსელს წარმოადგენს.

გამოკითხვაში ერევნისა და სომხეთის რეგიონების მცხოვრებმა 1 106 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც 21 აგვისტოს ჟურნალისტებს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არამ ნავასარდიანმა განუცხადა, 6% პროცენტი მიიჩნევს, რომ “ელექტროქსელებთან” დაკავშირებული გართულებები ურთიერთობებზე იმოქმედებს “უფრო ცუდად” და შესაბამისად “ძალიან ცუდად”, 9% მიიჩნევს, რომ არანაირად არ იმოქმედებს, ხოლო 34 %-ს უჭირს პასუხის გაცემა. 19 % აცხადებს, რომ იმოქმედებს “უფრო დადებითად” და 1% – “ძალიან დადებითად.”

კითხვაზე, თუ როგორ უნდა ამაღლდეს “ქსელების” მუშაობის ეფექტიანობა, 70%-მა პროცენტმა ნაციონალიზაციის იდეას დაუჭირა მხარი. 12% მიიჩნევს, რომ “ელექტროქსელები” სხვა კომპანიას უნდა გადაეცეს, ხოლო 11 % – ეფექტიან ხელმძღვანელებს.