თბილისში ელექტროენერგიის ახალ ტარიფს სემეკი 3 სექტემბერს დაადგენს. ამის შესახებ კომპანია “თელასის” მიერ წარმოდგენილი 2015-2016 წლების საინვესტიციო გეგმის განხილვისას გახდა ცნობილი. წინადადება “თელასის” მიერ წარდგენილი იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ფასის გაზრდას ითხოვს.

კომპანიის ახალი წინადადება მაღალი ძაბვის ქვესადგურების გაუმჯობესებას, საჰაერო ხაზების რეკონსტრუქციასა და ახალი აბონენტების ქსელზე მიერთებას ითვალისწინებს, რაც “თელასის” წარმომადგენელთა თქმით, დამატებით 66 მილიონ ლარს საჭიროებს. თუმცა, მარეგულირებელმა კომისიამ პროექტში კორექტირებები განახორციელა.