საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებით, ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინეტგრაციას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობა განხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” პროექტის − “ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II” − ფარგლებში.

კერძოდ, როგორც Dalma News-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და განათლების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობისა და მოქმედი საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისათვის ქართული ენის სწავლებას.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივ თემებში (განსკუთრებით, სასოფლო დასახლებებში) სამოქალაქო ინტეგრაციის, სათემო განვითარების, მოქალაქეთა საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის სრულყოფილად დაუფლების, საზოგადოებრივი ცენტრების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here