სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა. ედუარდ ნალბანდიანის წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის კეთილდღეობისა და რეგიონული მშვიდობის და სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით” , – ნათქვამია ედუარდ ნალბანდიანის წერილში, სადაც ის იმედს გამოთქვამს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება.