“მე ვქმნი ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არიან ჩემს ოცნებაში იმოგზაურონ”. ცნობილი იტალიელი მოქანდაკე, არანაკლებ სახელგანთქმული მსახიობის ენტონი ქუინის შვილი, ლორენცო ქუინი ივლისის დასაწყისში სომხეთს ესტუმრა. იგი ცნობილია თავისი სოციალური ქანდაკებებით. ერთ-ერთი მათგანი, სახელწოდებით Support-ი (“მხარდაჭერა”) ვენეციაში, ცოტა ხნის წინათ გამოჩნდა. ეს არის დიდი ხელები, რომელიც დიდი არხის წყლის ზედაპირზეა აღმართული და ერთ-ერთი შენობის ფასადს ამაგრებს. ქანდაკება გლობალური დათბობის პრობლემას ასახავს. დიახ, ლორენცო ქუინი ვატიკანის ყველაზე საყვარელი მოქანდაკეა.

Dalma News-თან ინტერვიუში საუბრისას, არტ-პროექტ “ნარეკაცის” ავტორმა იულიანა პარაკშიევამ განაცხადა, რომ ვენეციის ბიენალეს შემდეგ, ქუინი სომხეთში დაპატიჟა. ეს უკანასკნელი მიწვევას სიხარულით დათანხმდა. იულიანა და ლორენცო ერთად, მთელ რიგ პროექტებზე მუშაობდნენ. ამ პროექტებს შორისაა სომხეთში ქუინის ქანდაკებების ჩვენების გამართვაც.

გამგზავრებამდე ქუინმა განაცხადა, რომ სომხეთი მის გულს შეეხო და რომ ამ ქვეყანამ იგი შთააგონა. თუ გავითვალისწინებთ მისი სომხური არდადეგების ქრონოლოგიას, აშკარაა, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება.

ლორენცოს ვიზიტი სომხეთში, იმით დაიწყო, რომ მისი ბარგი „შერემეტიევოს“ აეროპორტში გაიჭედა: “მთელი სამოსი და პირადი ნივთები ერთ ჩემოდანში იყო. ამიტომ გრაფიკის ჩასწორება მოგვიწია და სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით მისთვის გეგმით გათვალისწინებული, რამდენიმე ადგილის გვეჩვენებინა. მაშინვე წავედით აგარცინის მონასტრის (აგებულია XI—XIII სს.- რედ.) მოსანახულებლად და გზაში, ჩვენი ქვის – ობსიდიანის შესახებ მოვუყევით. მოქანდაკე ძალიან დაინტერესდა და ჩვენც, როგორც ბავშვობაში, ქვებში საჩხირკედელაოდ გავჩერდით. რამდენიმე ეგზემპლარი შევაგროვეთ. ისე გავერთეთ ამ საქმით, რომ პროცესმა ჩაგვითრია”, – იხსენებს იულიანა პარაკშიევა.

მისივე თქმით, ლორენცო სომხეთის ისტორიით, პოლიტიკითა და ადამიანების ცხოვრებით ძალიან დააინტერესა. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრ კითხვას სვამდა. როდესაც არაგაცის მონასტერი დაათვალიერა, მონასტრის არქიტექტურული მშენებლობის საინტერესო ფაქტებით და საერთოდ, სომხური ეკლესიების ისტორიით მოიხიბლა. რაც შეეხება ხაჩკარობის ხელობას, ცნობილმა მოქანდაკემ ამომწურავი ინფორმაციის მიღება ისურვა.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მისთვის სომხეთი სხვადასხვა კუთხიდან დამენახვებინა. ისტორიული მემკვიდრეობა, თანამედროვე ინსტიტუტები და რაღა თქმა უნდა, ხალხი. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით”, – ამბობს რესპოდენტი.

დილიჟანში მათ Art-work-ის პირველი ლოკაცია ელოდათ. საუბარია, საინტერესო, დაუმთავრებელ კონსტრუქციაზე – არქიტექტორ არტურ თარხანიანის პროექტის მიხედვით ეკლესიის დაარსებაზე. არქიტექტორთა ბიურომ “ტარბერაკ” წინასწარ მოამზადა კონსტრუქციების სქემები. საერთო ჯამში, მოქანდაკეს და მის შესანიშნავ თანამგზავრს, 4 ლოკაცია დაუდასტურდათ: ერთი დილიჟანში, ოთხი – ერევანში.

ლორენცოსთვის სომხეთში ვიზიტი საინტერესო იყო, არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლისთვის. მისი გეგმის მიხედვით, შემდგომი პუნქტი ეჩმიაძინი იყო, სადაც ტერ სევაკმა იტალიურ ენაზე დეტალურად მოყვა გალავნის შექმნის ისტორია:

“ჩვენ გალავნის შიგნით, უნიკალური რესტავრაციის მოწმენი გავხდით. პარკის ტერიტორიაზე მუზეუმთან, იმ მომენტში, გარგარის მოსავალს იღებდნენ და ქალბატონები ტკბილი გარგარით გაგვიმასპინძლდნენ. გარდა ამისა, ეჩმიაძინის ტერიტორიაზე ნაჩვენები იყო უნიკალური რელიქვიები, სურათები და ხაჩკარები. მოგვიანებით, სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრაზე ლორენცომ ისაუბრა იმაზე, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც სომხეთია, ბევრი საინტერესო რამ არსებობს. მან ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სომხეთი მოსანახულებელ ქვეყნებს შორის უნდა ჩაიწეროს“, – დასძინა იულიანამ.

მართლაც, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცნობილმა იტალიელმა განაცხადა, რომ სომხეთი შესანიშნავი ქვეყანაა, სადაც ბევრი აღმოჩენაა. თავის მხრივ, არმენ სარქისიანმა, ხელოვანთან მისალმებისას განაცხადა, რომ ყოველთვის სცემდა პატივს მოქანდაკის მამის ენტონი ქუინის მხატვრულ ოსტატობას. სტუმართან ერთად მან პრეზიდენტის რეზიდენციაში მისი ქანდაკებების გამოფენის მოწყობის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

“პრეზიდენტთან შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა. ჩემთვის დიდი პატივი იყო. იგი ფანტასტიკური მოქანდაკეა. ჩვენ ცოტა მამაჩემზე, ჩემს წარსულზე, ასევე სომხეთის და მთელი მსოფლიოს სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ”, – თქვა მოგვიანებით ლორენცო ქუინმა თავის შთაბეჭდილებებზე საუბრისას.

შემდეგ Public talk-ის ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ტუმოში, რომლის დროსაც ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, არა მხოლოდ მოქანდაკის მიერ “პაბლის არტის” ტენდენციების ფარგლებში შესრულებული ბოლო ნამუშევრები დაეთვალიერებინათ, არამედ მისთვის კითხვებიც დაესვათ.

“ვიმედოვნებ, ლორენცო მალე ისევ ესტუმრება სომხეთს სამუშაო კონცეფციის ფარგლებში, რომელზეც ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ”, – განაცხადა იუალიანა პარაკშიევამ.

საინტერესოა, რას ამზადებს ოსტატი სომხეთისთვის? ამ საიდუმლოს გაცხადება ჯერჯერობით შეუძლებელია. ქუინმა მხოლოდ ის თქვა, რომ “ერევანში უკვე შეარჩია ადგილი, სადაც რაღაცის მოფიქრება შესაძლებელია”. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, რადგანაც ყველაფერი დამოკიდებულია კონცეფციაზე – იქნება ეს დროებითი ინსტალაცია, თუ მუდმივი კომპოზიცია, პატარა, თუ დიდი ფორმის, იქნებ მონუმენტიც იყო. მსგავსი კომპოზიციები მას ნამდვილად საკმარისად აქვს.

“ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვერავინ შეძლებს, რადგანაც ადგილობრიობის სპეციფიკიდან და “მესიჯიდან” გამომდინარე ქანდაკებები ნულიდან უნდა მომზადდეს. ერთმნიშვნელოვნად, ეს ის არის რაც უკავშირდება Public art-ს, ანუ ქანდაკებებს ღია ცის ქვეშ”, – დასძინა არტპროექტის “ნარეკაცის” ავტორმა.

თუმცა, ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, მთავარი ის არის, რომ ერევნის ცენტრში, ან სომხეთის თუნდაც, რომელიმე წერტილში, ძალიან ნიჭიერი და მსოფლიოში ცნობილი მხატვრის ქანდაკება, ან რაღაც ინსტალაცია გამოჩნდება.

ლია ხოჯოიანი

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი