ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში პრეს ტურის ფარგლებში ჩინური სატელიტური ტელევიზიის ,”PHOENIX”-ის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ჩინეთის მხარემ თავად გამოხატა ინიციატივა რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში და გაეკეთებინათ რეპორტაჟები საქართელოს შესახებ.

1 კვირიანი პრეს ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა მოინახულეს საქართველო, რაც ხელს შეუწყობს ჩინურ და არა მხოლოდ ბაზარზე საქართველოს ტურუსტული პოტენციალის პოპულარიზაციას, – აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

“PHOENIX”-ს აქვს 6 არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და დაახლოებით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს მთელი მოფლიოს მასშტაბით.