მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციამ (CRCC) საქართველოს რკინიგზასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა – ხელმოწერის ცერემონიას პეკინში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. იგი კორპორაცია CRCC-ის  ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივები განიხილა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და საიმედო საერთაშორისო რეიტინგებზე მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

“ეს ჩემი პირველი ვიზიტია ჩინეთში, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების დინამიკა.მთავრობის წევრებმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და სერიოზულ აქცენტს ვაკეთებთ ეკონომიკაზე,” – განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

მხარეებმა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებაც ისაუბრეს. ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაცია ასევე დაინტერესებულია ანაკლიის პორტით.

როგორც Dalma News-ს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, კორპორაცია CRCC-ი 500 უმსხვილეს კომპანიას შორის მე-80 ადგილზეა მსოფლიოში კაპიტალის ბრუნვით, ხოლო კონტრაქტების რაოდენობით- მე-18 ადგილზე. კორპორაციის წლიური ბრუნვა 130 მილიარდ დოლარს აღემატება. CRCC-ი, რომლიც 1949 წლიდან ოპერირებს, ცნობილია იმით, რომ მშენელობაში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. კომპანიას ჩინეთში აშენებული აქვს 60 ათას კილომეტრზე მეტი გზა, ყველაზე მაღალი რკინიგზა, ყველაზე დიდი თაღიანი ხიდი…