დღეს აზერბაიჯანში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწორედ ამასთან დაკავშირებით ტრანსპორტის სამინისტროს ყველა სტრუქტურა გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.

ტრანსპორტის სამინისტროს ტრანსპორტის მართვის ინტელექტუალური ცენტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 7:00 სთ-დან 11:00 სთ-მდე ცენტრის შესაბამის ცხელ ხაზზე 100-ზე მეტი ზარი შევიდა. დილის საათებში, ბაქოს საშუალო სკოლების მიმდებარე ქუჩებზე ძალზედ გადატვირთული მოძრაობა იყო.

“მიუხედავად იმისა, რომ სასწავლი წლის დაწყებამდე მშობლები არაერთგზის გააფრთხილეს, მათ ავტომობილები მაინც სკოლის შენობებთან ახლოს გააჩერეს, რამაც პრობლემა შექმნა”,- განაცხადეს პრეს-სამსახურში.

დილის 7:00 სთ-დან 9:00 სთ-მდე ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურისა და შპს “ბაქოს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ორგანიზაციის” თანამშრომლები საშუალო სკოლებთან ახლოს გზებზე მოსწავლეებს გადასვლაში ეხმარებოდნენ, ასევე ურჩევდნენ ესარგებლათ მიწისქვეშა გადასასვლელბით და დაეცვათ საგზაო მოძრაობის წესები.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან მოსწავლეებს, საგზაო მოძრაობის წესებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესახებ ბროშურები დაურიგდებათ, რომელიც საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოამზადა. მსგავსი ღონისძიებები სასწავლო წლის დასრულებამდე კიდევ რამოდენიმეჯერ გატარდება.