КВН-ის აზერბაიჯანული გუნდის “ბაქოს ნაკრების” ახალმა წარმომადგენლებმა სოჭში, 28-ე საერთაშორისო ფესტივალის გალა-კონცერტის გადაღებებში მიიღეს მონაწილეობა. კონცერტის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანულმა გუნდმა, 2017 წლის სეზონის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას მხიარულთა და საზრიანთა აზერბაიჯანული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

თავდაპირველად ყველაფერი არც ისე სახარბიელოდ მიდიოდა, მაგრამ აზერბაიჯანელების გუნდმა გამოსვლის წინ თავს პირობა მისცა, რომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, მიზანს მიაღწევდნენ. “2017 წლის უმაღლესი ლიგის” ახალი გმირები ტრადიციულმა ჟიურიმ შეარჩია, რომელიც ხელოვნების, პოლიტიკის, ბიზნესის სფეროს ცნობილი მოღვაწეებით არის დაკომპლექტებული. სწორედ მათ მისცეს თამაშების ახალი ეტაპის “ოქროს ბილეთი” ახალგაზრდა აზერბაიჯანულ გუნდს. საინტერესოა, შეძლებენ ეს ახალგაზრდები ისეთივე წარმატებულები იყვნენ, როგორც მათი ლეგენდარული წინაპრები?

უმაღლეს ლიგაში აზერბაიჯანული გუნდი, „ბაქოელი ბიჭები“ ბოლოს, 1993 წელს მონაწილეობდა.

elchin Azizov

ახალგაზრდა გუნდის შესაძლებლობები ერთ-ერთმა წევრმა, დიდი თეატრის სოლისტმა ელჩინ აზიზოვმა შეაფასა. როგორც მან Dalma News-ს განუცხადა, უფროსი თაობა თავის შთამომავლებს ბოლომდე დაუდგება მხარში.

“რაც შეეხება ახალგაზრდა გუნდს, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ გამოსვლებს და შემოქმედებით ზრდას. ძალიან გაგვიხარდა, როდესაც შევიტყეთ, რომ ისინი უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ და ვიმედოვნებთ, ღირსეულად წარადგენენ აზერბაიჯანს. რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან რთულია წინა თაობის პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთის ტარება და ის, რომ გუნდს “ბაქოელი ბიჭები” გამარჯვებულის იმიჯი ჰქონდა. მაგრამ ჩვენ ახალგაზრდა თაობას წარმატებებს ვუსურვებთ და ყველანაირად ვეცდებით მხარი დავუჭიროთ”, – განაცხადა აზიზოვმა.

მისივე თქმით, უმაღლეს ლიგაში მოხვედრა აზერბაიჯანული КВН-სთვის და საერთოდ მთელი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა.

2037_src

“შორეულ 1993 წელს, როდესაც ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში მოხვდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო: იუმორის დონე, მონაწილეების პროფესიონალიზმი და ტელევიზიის ხარისხიც. ახლა КВН-ი რუსული ტელევიზიის ყველაზე რეიტინგული გადაცემაა, რაც თავის მხრივ, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების წინსვლისთვის დიდ შესაძლებლობებს ქმნის. გუნდი “ბაქოს ნაკრები” ამ სეზონისთვის ყველაზე ამბიციურ მიზნებს ისახავს და მუხლჩაუხრელად მუშაობს, როგორც მასალის გართულების მიმართულებით, ისე თავისი შემადგენლობის გასაძლიერებლად. ის, რაც სოჭში მოხდა, სასწაულია! ამ შედეგის მისაღწევად დიდხანს და მთელი ძალით ვემზადებოდით! დიდ მადლობას ვუხდით КВН -ის საერთაშორისო კავშირს ფესტივალის დროს მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის. “ბაქოს ნაკრებს” შანსი მიეცა და ჩვენმა ახალგაზრდებმა ის ხელიდან არ გაუშვეს. ყველას დიდი მადლობა, ვისაც ჩვენი გამარჯვების სწამდა და, ვინც მხარს გვიჭერდა”, – დასძინა რაშიდ აზიზოვმა.

დღეს КВН-ი არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც ძლიერდება. კონკურსის ეს სახეობა აზერბაიჯანში ინტელექტუალურ თამაშებს უთანაბრდება და სულ უფრო მეტ აუდიტორიას იპყრობს. ბაქოელებს და არა მხოლოდ მათ, ყოველთვის უყვარდათ ეს თამაში. ადრე ხალხი ოჯახებით თამაშობდა და ახლა “მსკ-ს ფენომენი” აღზრდის და კულტურის ნაწილად იქცა. იუმორის ტალღაში ეფლობიან, როგორც სტუდენტები, ისე სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვაგვარ პატარა ტურნირებში მონაწილეობენ. აზერბაიჯანში არის სკოლები, სადაც თამაშის ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს ინტელექტუალური იუმორი დროთა განმავლობაში ბაქოელების ცხოვრების წესი ხდება.

16216234_10211745682135208_2097574827_n

აზერბაიჯანულ მსკ-სა და მის პოპულარიზაციას, როგორც ახალგაზრდულ მიმდინარეობას, მთლიანად უჭერენ მხარს პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული ფონდი და ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტრო. ამის დასტურია ის, რომ ყოველწლიურად იმართება მსკ-ს აზერბაიჯანული ლიგის ტურნირი. გარდა ამისა, 2013 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თასის მსკ-ს ტურნირი ჩატარდა, რომელშიც უმაღლესი ლიგის საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ.

თავად გუნდი “ბაქოს ნაკრები”, რომელიც 2011 წლის ნოემბერში, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მსკ-ს გუნდის წევრებმა შექმნეს, მიღწეულს არასოდეს კმაყოფილდებიან და მუდმივად ახალი იდეების და ნიჭიერი ადამიანების ძიებაში არიან. სწორედ ამ მიზნით, 2016 წლის დეკემბერში, გუნდმა თავისი საკუთარი პროექტი – “მინდა პირველზე “ბაქოს ნაკრებთან” ერთად” დაიწყო, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთავარი ინტრიგა – გამარჯვებულის სახელია, რაც გულისხმობს “ბაქოს ნაკრებში” მოხვედრის უფლებას და მასთან ერთად პირველი არხის ეთერის გადაღებებში მონაწილეობას.

მოამზადა ლეილი ხალილოვამ