აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალივემა ხელი მოაწერა განკარგულებას თავისუფალი სავაჭრო ზონის მსგავსი, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებით ზომების მიღებას. ამისთვის გამოიყო ბაქოს გარადაგის რაიონის სოფელ ალიათისა და ბაქოს ახალი საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის ტერიტორია.

ეკონომიკის სამინისტრომ დახურულ სააქციო საზოგადოება “ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტთან” პრეზიდენტს ერთად ექვს თვეში უნდა წარუდგინოს წინადადება და შესაბამისი ინფორმაცია, ბაქოს გარადაგის რაიონის სოფელ ალიათში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე.

პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეხ ზიიადოვმა განაცხადა, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონის ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტის ტერიტორიაზე შექმნა, მას სერიოზულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრად გადააქცევს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ცენტრი კერად გადაიქცევა. ამისთვის საჭირო სამართლებრივი ბაზა 6 თვის განმავლობაში, უცხოელი ექსპერტების დახმარებით მომზადდება.

თავისუფალი სავაჭრო ზონა სრული დატვირთვით მომავალ წელს ამოქმედდება და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტს დუბაის, სინგაპურის, ჰონგკონგისა და შანხაის მსგავს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრად გადააქცევს.

თავისუფალი სავაჭრო ზონის ფართობი, პორტის სრული ფართობის 400 ჰექტარიდან 100-150 ჰექტარზე გადაიჭიმება. შემდგომში კი პორტის მთელს ტერიტორიას მოიცავს.

ბაქოს porto franco (თავისუფალი პორტი) – პორტი, ან მისი გარკვეული ნაწილი საქონლის დაუბეგრავად შეტანა-გატანის უფლებით ისარგებლებს. porto franco არ შევა სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიის შემადგენლობაში და ის მას შემდგე ამოქმედდება, რაც თავისუფალი სავაჭრო ზონის ეფექტიანობა დამტკიცდება.

ამ დროისათის პორტის ტერიტორიაზე ახალი პორტის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.

ახალი საერთაშორისო პორტის მშენებლობა 2001 წლის ნოემბერში დაიწყო. ის განლაგებულია ბაქოდან სამხრეთით 65 კილომეტრში, სოფელ ალიათში. ახალი საერთაშორისო საზღვაო პორტის მშენებლობა 3 ეტაპად არის დაგეგმილი და 2016 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს 2 ბორანის, 3 სატვირთო ნავსადგომის, “რო-რო”-ს ტიპის გემებისა და ჩვეულებრივი (უნივერსალური) სატვირთოების აგებას. პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს ასევე 3 სატვირთო ნავსადგომის, ხოლო მესამე ეტაპი – დამატებითი ორი სატვირთო ნავსადგომის აგებას. პორტი წელიწადში 11,6 მილიონამდე ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს.

project42_313შარშან 2013 წელთან შედარებით, კონტეინერების რაოდენობა მთლიანად პორტში 118 %-ით გაიზარდა, TEU-ს (ოცფუნტიანი) ექვივალენტით 13 307-ს მიაღწია. 2015 წელს ბაქოს პორტით მომსახურე მგზავრების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით 10 %-ით გაიზარდა და 10 707 ადამიანი შეადგინა. 2015 წელს სატრანზიტო ტვირთის მოცულობა, ძირითადად სატვირთო ტერმინალზე, მთლიანი ტვირთბრუნვა 46%-ს გაუთანაბრდა.

თუ 2014 წელს სატრანზიტო ტვირთმა საერთო ტვირთბრუნვის 2 % შეადგინა, ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი 85 %-ს გაუთანაბრდა. 2015 წელს მთლიანად პორტში 3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2016 წლისთვის ამ ციფრის 6 მილიონ ტონამზე გაზრდას ვარაუდობენ. 2015 წელს შესრულებული სამუშაოების შედეგად პორტმა აზერბაიჯანის ბიუჯეტში ოთხ მილიონზე მეტი მანათი გადარიცხა.

პორტი ბაქო-თბილისი-ყარსის გზას რკინიგზით შეუერთდება. ბაქო ცენტრალური აზიისთვის შესაძლოა “დასავლეთის ჭიშკრად” აზია-ევროპის “აბრეშუმის გზის” მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად იქცეს. პროექტის მიმართ დიდ ინტერესს ავლენენ თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ავღანეთი და ტაჯიკეთი.

აზერბაიჯანი ასევე ცდილობს თურქული სატვირთო ნაკადი თავის ინფრასტრუქტურას შეუერთოს და ამით ყველაზე სატრანსპორტო კერად და მნიშვნელოვან არტერიად იქცეს თურქმენული ქვეყნებისთვის. 2016 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, თურქეთიდან ცენტრალურ აზიაში 1582 სატვირთო ავტომობილი გაიგზავნა. ეს მაჩვენებელი 7,3-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ბაქო-აქტაი-ბაქოს მარშრუტზე 215-მა სატვირთო ვაგონმა გაიარა.

ამას ხელი შეუწყო აზერბაიჯანის გავლით ტვირთის გადაზიდვის წესების გამარტივებამ. ეს ეხება ძირითადად გადაზიდვების ხარჯების 40%-ით შემცირებას. საქართველოსთან ერთჯერადი ტარიფების თაობაზე პრინციპული შეთანხმების მიღწევა დერეფნის კონკურენტუნარიანობასა და მიმზიდველობას ზრდის. აკტაუსა და თურქმენბაშის პორტებში მძიმეტონიანი ავტომობილების მიერ ტვირთის გადაზიდვის ხარჯები 40%-ით შემცირდა. ყაზახეთის აკტაუსა და თურქმენულ თურქმენბაშის პორტებისკენ მიმავალი უცხოური გადამზიდავებისათვის ხარჯების შემცირება, სატვირთო ტრანსპორტის სატრანზიტო პროცედურებისა და ტარიფების შემცირების ხარჯზე მოხდა.

გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისადმი დიდ ინტერესს ავლენს ავღანეთიც. ამ ხაზის გამოყენება ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების განვითარებას, გადასაზიდი ტვირთის მოცულობის გაზრდასა და მის უსაფრთხოდ გადაზიდვას. თურქმენეთის ტერიტორიის გავლით და თურქმენბაშის პორტით, ავღანეთი აზერბაიჯანის სატრანზიტო შესაძლებლობებით ისარგებლებს თურქეთში, შავ ზღვასა და ევროკავშირში გასასვლელად.

ამგვარად, აღმოსავლეთი-დასავლეთის (ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბაქოსთან ახლოს ახალი პორტის მშენებლობა, ალიათის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა) პროექტის განხორციელების შემდეგ აზერბაიჯანი სატრანზიტო კვანძად, დერეფნების გზაჯვარედინად გადაიქცევა და ამით შეამცირებს ცალმხრივ დამოკიდებულებას ნავთობგაზის სფეროზე, შეცვლის ეკონომიკის სტრუქტურას, იმერყევებს ექსპორტზე ორიენტირებულ და საექსპორტო-სატრანზიტო მოდელებს შორის.

მოამზადა ანარ მანსუროვმა