ევროპის ლიგის მეექვსე გუნდური ეტაპი რამდენიმე დღის წინათ დასრულდა, რომელშიც აზერბაიჯანის ორი გუნდი მონაწილეობდა. აზერბაიჯანი პირველად იყო წარმოდგენილი ევროპის ლიგის გუნდურ ეტაპზე, თანაც ორი გუნდით. ეს ერთგვარი რეკოდრია არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვისაც და იმის დემონსტრირებაა, რომ აზერბაიჯანში ფეხბურთი ვითარდება.

პრეისტორია

აგდამის საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ჩემპიონის უფლებით თავდაპირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაზე მოხვედრისთვის იბრძოდა. მაგრამ ის უფრო გამოცდილმა შოტლანდიურმა “სელტიკმა” დაამაცხა. ამიტომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან აგდამის გუნდი ევროპულ ლიგაში მოხვდა.

საფეხბურთო კლუბი "ყარაბაღი" აგდამადან
საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” აგდამადან

აგდამის მეორე საფეხბურთო გუნდმა “გაბალა”-მ ევროპული ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოხვდა.

საფეხბურთო კლუბი "გაბალი"
საფეხბურთო კლუბი “გაბალი”

აზერბაიჯანელ გულშემატკივარს თუ “ყარაბაღის” გამოცდილებისა და გამარჯვების სჯეროდა, “გაბალა”-ს გამოსვლა ევროპულ მოედანზე ნამდვილი სიურპრიზი იყო. ამ გუნდმა ჩამოიტოვა შედარებით გამოცდილი და ძლიერი გუნდები საქართველოდან, კვიპროსიდან და საბერძნეთიდან.

“აზერბაიჯანელების თავგადასავალი ევროპაში”: გამოუცდელი “გაბალა” და უიღბლო “ყარაბაღი”

აზერბაიჯანული კლუბებისთვის კენჭისყრა იღბლიანი არ გამოდგა. ორივე გუნდს ევროპის ჩემპიონატების უძლიერესი და გამოცდილი გუნდები შეხვდათ, “ყარაბაღი” კი საერთოდ “სიკვდილის ჯგუფში” მოხვდა.

აგდამელი გუნდების მეტოქეები იყვნენ ისეთი ცნობილი კლუბები, როგორიცა “ტოტენჰემი”, “მონაკო” და “ანდერლეჰტი”. ამიტომ გურბან გურბანოვის მიერ გაწვრთვნილი ფეხბურთელებისგან სასწაულს არავინ ელოდა. თუ კი აზერბაიჯანელ გულშემატკივარს გულის სიღრმეში მაინც სჯეროდა ჯგუფიდან გასვლის, გუნდის ლიდერების ტრამვებმა ცხადჰყვეს, რომ უბრალოდ სანახაობით უნდა დამტკბარიყვნენ.

"ყარაბაღის" მწვრთნელი გურბან გურბანოვი
“ყარაბაღის” მწვრთნელი გურბან გურბანოვი

გურბან გურბანოვის ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს და ბოლო ტურამდე შეინარჩუნეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსები, მაგრამ ბოლო ტურში “ყარაბაღს” ბელგიური “ანდერლეჰტი” რომ დაემარცხებინა, 7 ქულით ჯგუფიდან გავიდოდა.

მატჩში, რომელშიც “ყარაბაღს” აუცილებლად უნდა გაემარჯვებინა, იმავდრიულად კი, ლონდონში “მონაკოს” არ უნდა დაემარცხებინა “ტოტენჰემი”, შეხვედრის 26-ე წუთზე ანგარიში პირველმა აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა დანი კუინტანამ გახსნა. “ანდერლეჰტის” ფეხბურთელმა ენდი ნაიარმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. კიდევ სამი წუთის შემდეგ სტეფანო ოკაკამ მეორე გოლი გაიტანა, რამაც ბელგიელებს გამარჯვება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში “ტოტენჰემმა” “მონაკო” ანგარიშით 4:1 დაამარცხა, სამწუხაროდ ამას “ყარაბაღი”-სთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. აზერბაიჯანის ჩემპიონმა ევროპის ლიგაში თავაწუელმა დაასრულა თავისი გამოსვლა და სამშობლოში დიდი სამომავლო გეგმებით დაბრუნდა.

რაც შეეხება “გაბალას”, ასეთი დონის შეჯიბრებების გამოცდილების არქონისა და ზედმეტი მღელვარების გამო, ისეთ კლუბებთან, როგორიცაა “ბორუსსია” (დორტმუნდი), ან “კრასნოდარი” მატჩებზე შეხვედრა იმით დასრულდა, რომ აზერბაიჯანულმა კლუბმა მათ ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ჯგუფური ციკლის დასაწყისშვე შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსები დაკარგა.

აზერბაიჯანული საფეხბურთო სასწაული

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანში, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებში, საფეხბურთო სივრცეში პრობლემები შეიქმნა, რასაც ვერ ვიტყვით სპორტის ინდივიდუალურ სახეობებზე. ფინანსების, კადრების, ბაზების არ ქონამ ძიერად დააზარალა ფეხბურთი. ერთი პერიოდი აზერბაიჯანის პრემიერ-ლიგამ არსებობაც შეწყვიტა, რის გამოც FIFA-სთან პრობლემები შეექმნათ.

საქმეს ქვეყნის პრეზიდენტმა მოჰკიდა ხელი. რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ მსხვილ ბიზნესს საფეხბურთო კლუბების შექმნა და დაფინანსება დაავალა. თანაც ეს ფუნდამენტურად, ანუ საბავშვო ფეხბურთის ბაზაზე უნდა მომხდარიყო. აზერბაიჯანში ფეხბურთი თანდათან გაძიერდა. ქვეყნის ხელისუფლებამ სპორტის ამ სახეობის მეტად განვითარებისთვის სერიოზული თანხები გამოყო და უცხოელი ფეხბურთელები და მწრთვნელები მიიზიდეს. ზოგიერთმა აზერბაიჯანის მოქალაქეობაც კი მიიღო.

ჩემპიონატზე მოსახვედრად კლუბებს შორის რეალური კონკურენცია დაიწყო. ისინი ყოველწლიურად სულ უფრო კვალიფიცირებულ ლეგიონერებს ყიდულობდნენ, ზოგიერთი კლუბი კი ადგილობრივი მოთამაშეების გაზრდას ცდილობდა.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ასოციაცია აზერბაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ცნობილ უცხოელ სპეციალისტებს იწვევდა, მაგალითად, როგორიცაა გერმანიის ყოფილი მწრთვნელი ბერტი ფოგსი. ამჟამად ეროვნულ ნაკრებს ცნობილი ხორვატიელი ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკო ხელმძღვანელობს. ამასთანავე, ახალგაზრდა სპეცისლიტები სამწვრთნელო კურსების გასავლელად საზღვარგარეთ იგზავნებოდნენ. ამან ნაყოფი გამოიღო, რაც ნათლად სჩანს “ყარაბაღის” მწვრთნელის გურბან გურბანოვის მაგალითზე, რომელმაც აზერბაიჯანულ ფეხბურთში მუშაობის ევროპული მეთოდები შეიტანა.

რობერტ პროსინეჩკი
რობერტ პროსინეჩკი

მეორეს მხრივ, კლუბების ფინანსური ბაზის წყალობით შესაძლებელი გახდა აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე ხარისხიანი ტრანსფერები, ასევე საბავშვო ფეხბურთის აქტიურად განვითარება.

საბავშვო ფეხბურთს რაც შეეხება, თუ გუნდები: “ყარაბაღი”, “ნეფტჩი”, “კიაპაზი” დიდი ხანია არსებობენ და გარკვეული ბაზაც აქვთ, “გაბალი” შედარებით ახალგაზრდა გუნდია. კლუბის მთავარმა სპონსორმა მისი შექმნა ნულიდან, მცირედი ტრანსფერებით დაიწყო. კლუბში მიიწვიეს ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ყოფილი მოთამაშე ტონი ადამსი, რომელიც კლუბისთვის საჭირო ბაზის შექმნას შეუდგა. მან დაიწყო სასკოლო ფეხბურთის განვითარება და ინგლისური სტანდარტების ფეხბურთის მოედნი ააშენა. შედეგმაც არ დააყოვნა და მალე კლუბმა ქვეყნის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჩემპიონატის ფავორიტებს შორის ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

ამის მიუხედავად, კლუბი მაინც ვითარდებოდა, ცვლიდა მოთამაშეებსა და მწვრთნელებს, განიცდიდა აღმავლობასაც და დაღმა სვლასაც. ბოლო ხანებში კლუბს სათავეში ჩაუდგა უკრაინელი მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა რეალური პირველი ნაბიჯი გადადგა ევროპის ლიგის დონეზე. ამასთანავე, მან შემტევი ფეხბურთი წარმოადგინა, რაც აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებს ნამდვილად არ ახასიათებთ.

რომან გრიგორჩუკი
რომან გრიგორჩუკი

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანულმა კლუბებმა ევროპელი აუდიტორიის წინ ვერ იბრწყინეს, ერთდროულად ორი აზერბაიჯანული გუნდის მონაწილეობა ევროპულ ლიგაში უპრეცედენტო მოვლენაა. წარსული წარუმატებლობების მიუხედავად, აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის ეს მოვლენა მართლაც დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯია.

აზერბაიჯანისთვის ფეხბურთი სპორტის პრიორიტეტული მიმდინარეობაა. მომავალში ბაქო ჯგუფური ეტაპის სამ მატჩს და ევრო-2020-ის მეოთხედ ფინალს უმასპინძლებს.

ნიჯატ გაჯიევი