“4 სექტემბერს, შეკში ძლიერი, 5,9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. პრეზიდნეტის განკარგულებით, სტიქიის ზონაში კვლევები ჩატარდა”, – განაცხადა აზერბაიჯანის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორმა გურბან ეტირმიშლმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მისივე თქმით, შეკში მომხდარმა მიწისძვრამ შესაძლოა სხვა კერები გაააქტიუროს. “არსებობს ზონები, სადაც ამ მხრივ დაძაბული ვითარებაა. მაგალითად, ყველაზე აქტიურია შამახ-ისმაილინის ზონა. ყველაზე მეტი მიწისძვრა სწორედ ამ ზონაში ხდება. იქ აქტიურობა მაღალია და საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი ტრაგიკულ მიწისძვრებს. თუმცა, ამ სფეროში ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია და არ არსებობს მოსახლეობაში პანიკის დათესვის აუცილებლობა”.

გურბან ეტირმიშლმა განაცხადა, რომ შეუძლებელია მიწისძვრის პროგნოზირება მოკლე ვადაში. “შეკში მომხდარი მოწისძვრა შეიძლებოდა მოკლე ბიძგებად დაყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში სტიქია ძლიერი აღარ იქნებოდა. ამჟამად ვაწარმოებთ კვლევებს მიწისძვრის კერების მიხედვით, რათა გაირკვეს თუ სად არის დაძაბული ზონები. მაგრამ მიწისძვრის შესახებ მოკლევადიანი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია”.

4 სექტემბერს, აზერბაიჯანის ქალაქ შეკში 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები შეკის მიმდებარე რაიონებში 6-5-4 და 3 ბალიანი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here