მუსიკის ეროვნული დღე აზერბაიჯანში ყოველწლიურად, 18 სექტემბერს, აზერბაიჯანის თანამედროვე პროფესიონალური მუსიკალური ხელოვნების დამფუძვნებლის უზეირ გაჯიბეკოვის დაბადების დღეზე აღინიშნება.

ტრადიციას საფუძველი ათწლეულების წინათ ჩაეყარა, ხოლო 1995 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ამ დღის სახელმწიფო დონეზე აღნიშვნის განკარგულება გასცა.

18 სექტემბერს აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო მთელ რიგ შესაბამის ღონისძიებებს მართავს. მათ შორის, არის სადღესასწაულო ცერემონიალი გაჯიბეკოვის სახელობის ბაქოს მუსიკალური აკადემიის შენობის წინ და კონცერტი ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში. სადღესასწაულო ღონისძიებებში ცალკეული კლუბებიც მონაწილეობენ, რომლებიც ახალგაზრდებისათვის კლასიკური მუსიკის საღამოებს მართავენ.