Dalma News-ის კორესპონდენტი აზერბაიჯანელ ეკონომისტს ნატიგ ჯაფარლის აზერბაიჯანის ეკონომიკურ ვითარებასა და ეკონომიკურ მოლოდინებზე გაესაუბრა.

ნავთობისა და გაზის გაძვირების მიუხედავად, აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე მოქმედებს. რა არის ამის მიზეზი?

წინა წლებშიც და დღესაც  ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ენერგეტიკის სექტორი იყო. მაგრამ ბოლო წლებში, ნავთობის წარმოება მკვეთრად იკლებს. პირველ რიგში, ამაზე გავლენა იქონია იმანაც, რომ აზერბაიჯანი შეუერთდა OPEC+-ის შეთანხმებას და 2020 წლიდან წარმოება ნებაყოფლობით შეამცირა. მეორეც, ამის   ობიექტური მიზეზიც არსებობს და 2025 წლამდე ასე გაგრძელდება. 2025 წელს  პლატოზე გავალთ და რამდენიმე წლის განმავლობაში, დღეში 500 000 ბარელი იქნება. თვალსაჩინოებისთვის,   2011-2021 წწ. დღე-ღამეში ერთ მილიონ ბარელს მოვიპოვებდით.  2025 წლისთვის მოპოვება თითქმის ორჯერ შემცირდა. ეს შემცირება ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე, მათ შორის მშპ-ის ზრდაზე აისახება.

აქედან გამომდინარე, ეს მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით, როდესაც წარმოება იზრდებოდა, იზრდებოდა ენერგომატარებლების ფასიც და კარგი მაჩვენებლები გვქონდა. ახლა ასეთი ფეთქებადი ზრდა არ გვექნება, ხოლო თუ ჩვენს არანავთობ-სექტორს არ გამოვასწორებთ, ჩვენს მეზობლებზე დაბალი მშპ-ის ზრდის ტემპი გვექნება.

აზერბაიჯანში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში,  ინფლაციის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.  როგორ ებრძვის მთავრობა ინფლაციას? ან იბრძვის თუ არა, საერთოდ? არა, საერთოდ?

ბოლო 2 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ინფლაცია გაიზარდა. პროდუქტის ინფლაცია უკვე 22%-ია, რაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ახლა მთავრობა, რა თქმა უნდა, ამაზე თავადაც საუბრობს, თუმცა, სამწუხაროდ, ინფლაციასთან საბრძოლველად გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. მაგრამ თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას,  ისინი  ინფლაციას ცენტრალური ბანკის დისკონტის განაკვეთის ზრდით ებრძვიან. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ცენტრალური ბანკი ამ თვალსაზრისით უმოქმედოა. არ არსებობს კორექცია ცენტრალური ბანკის დისკონტსა და  ინფლაციურ პროცესებს შორის.

იმის გამო, რომ ჩვენ  ნახევრად საბაზრო ეკონომიკა გვაქვს, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, სახელმწიფო ძალიან ძლიერად დომინირებს ეკონომიკის ყველა სფეროში და ამიტომ დისკონტის განაკვეთი  ინფლაციური პროცესების შეკავებაზე გავლენას არ ახდენს. საჭიროა უფრო ძლიერი ზომები, რომლებიც ვითარებას არსებითად გამოასწორებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია საბაჟო გადასახადები და საგადასახადო მოსაკრებელი. ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის 80% პროდუქციას ქსელურ მაღაზიებში ყიდულობს და დღგ-ს იხდის. შედეგად,  ამ დღგ-ს მომხმარებელი იხდის და ეს 18% მასზე გადადის. რამდენჯერმე შევთავაზეთ, საკვებსა და მედიკამენტებზე  დღგ-ის  18%-დან 2%-მდე შემცირება. რატომ 2%? იმიტომ რომ საჭიროა ზუსტი გაანგარიშება და „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ თავიდან აცილება.  კვების პროდუქტებზე საბაჟო გადასახადი 15%-ა.  ესეც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და რაღაც უნდა გაკეთდეს, რაც ქვეყანაში არსებულ ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.  რადგან ჩვენი პროდუქციის 70% იმპორტირებულია და მხოლოდ 30% არის ადგილობრივი.

ნატიგ ჯაფარლი

რუსეთიდან კაპიტალის შემოდინების გამო   საქართველოსა და სომხეთის მშპ-ს მკვეთრ ზრდას ვხედავთ, მაგრამ აზერბაიჯანში   რუსული კაპიტალის შემოდინებას ვერ ვხედავთ. რას შეიძლება ეს დავუკავშიროთ?  შეიძლება ეს დავუკავშიროთ?

სხვადასხვა მიზეზი არსებობს. სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და  საბაჟო კავშირის წევრია. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული კომპანიებისთვის იქ ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია. რაც შეეხება საქართველოს,  იქ მეტი ეკონომიკური თავისუფლება და მიმზიდველი გადასახადებია,  ასევე ღია საზღვრები, რაც საშუალება აძლევს ათიათასობით რუსს თავიანთი კაპიტალით ჩავიდნენ და ბიზნესი აწარმოონ.  გარდა ამისა, სომხეთის საბანკო სისტემა  რუსეთის საბანკო სისტემასთან არის ინტეგრირებული, ხოლო საქართველოში მინიმუმ ორი უმსხვილესი რუსული ბანკის “შვილობილები” მუშაობენ.

აზერბაიჯანში საზღვრები დაკეტილია, ჩვენთან, საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები ეკონომიკური თავისუფლებაა  და  გადასახადებიც საკმაოდ მაღალია. მეორეს მხრივ, აზერბაიჯანულ ბანკებს   რუსული გადარიცხვების სისტემებთან ცალკეული ხაზები არ გააჩნია. ყველა ამ ობიექტურმა და სუბიექტურმა მიზეზებმა განაპირობა ის, რომ როგორც ქართული, ისე სომხური ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება. ყველა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო  სომხეთის მშპ 3%-იან ზრდას ელოდა. ახლა, 10 თვის შედეგების შემდეგ,  14%-იან ზრდას ვხედავთ. ასეთი სწრაფი ზრდა განპირობებულია იმით, რომ სომხეთში ათიათასობით რუსი გადავიდა, რამაც ასეთი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. აზერბაიჯანის ეკონომიკაში ასეთი  რუსული „დოპინგი“ არ არსებობდა.

აზერბაიჯანი აქცენტს  სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტების განვითარებაზე აკეთებს.  თუმცა, აზერბაიჯანი არ ახორციელებს რეფორმებს ამ სფეროში, კერძოდ, საზღვრის გასწვრივ ტვირთების გავლის პროცედურის ლიბერალიზაციის მიზნით. ასეთ შემთხვევაში რა პერსპექტივები არსებობს?

აზერბაიჯანის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მას  შესაძლებლობა აქვს  რეგიონული ჰაბი გახდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გლობალური სამყაროდან დანაწევრებულ სამყაროზე გადავდივართ, მაშინ აზერბაიჯანი შესაძლოა  ერთ-ერთი რეგიონალური ჰაბი გახდეს.  ამისათვის გეოგრაფიაც შესაფერისია და ინფრასტრუქტურაც არსებობს. პრობლემა ის არის, რომ ის ჩინოვნიკები, ვისაც ეს საკითხი ეხებათ,   გადასაჭრელ ძირითად პრობლემებს ბოლომდე ვერ ხვდებიან. ეს არის “მწვანე დერეფნები”, რომელიც ერთიანი სატარიფო პოლიტიკით იქნება შემუშავებული მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, თურქეთთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან და მომავალში სომხეთთან. Ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩინეთიდან პროდუქციის გამომგზავნელისთვის მომგებიანი არ არის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ყველა საკანონმდებლო დაბრკოლების შესწავლა.

ლოჯისტიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მიწოდების დროისა და ფულის გაგება. დრო – ფულია. აზერბაიჯანს დღემდე არ აქვს კოორდინირებული ერთიანი სატარიფო პოლიტიკა რომელიმე ქვეყანასთან. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენი საბაჟო სამსახურების ასეთი მუშაობით ვერც „მწვანე დერეფნებს“ ვეღირსებით და ვერც –  ჰაბად გახდომის პერსპექტივას. ისინი თითოეულ ავტომობილს  ამოწმებენ და ასე  პოტენციური კლიენტების ბაზას ვკარგავთ.

ახლა ლოჯისტიკური მარშრუტები შეფერხებულია. მაგალითად, ტვირთი ევროპიდან ჩინეთში და უკან, დაზღვეული აღარ იქნება  და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აზერბაიჯანი შესალოა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დახმარებით,  ასევე „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნითა და სომხეთის ჩართვით, ერთ-ერთი სატრანზიტო პუნქტი გახდეს. ჩვენი მთავრობა ორი ნაბიჯით წინ უნდა ფიქრობდეს.

ანარ ჰუსეინოვი