აზერბაიჯანში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში სააგიტაციო კამპანიისა და წინასაარჩევნო ვითარების პირობებს შეისწავლიან.

დაგეგმიალია შეხვედრები აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერ ოგტაი ასადოვთან, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან, ცესკოს თავმჯდომარე მაზახირ პანახოვთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში პირველ ნოემბერს ჩატარდება.