აზერბაიჯანის ცესკოს დღევანდელ სხდომაზე, მილლი მეჯლისში (პარლამენტი) არჩევნების მომზადებისა და ჩატარების კალენდარული გეგმა დაამტკიცეს.

როგორც «Oxu.Az» ცესკოს თავმჯდომარის მაზახირ პანახოვზე დაყრდნობით იტყობინება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 28 აგვისტოს განკარგულების თანახმად, მილლი მეჯლისის არჩევნები 2015 წლის პირველ ნოემბერს გაიმართება.

კალენდარული გეგმის თანახმად, კანდიდატების წარდგენის პროცესი დღეს დაიწო. კანდიდატებმა რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები საოლქო საარჩევნო კომისიებში 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე უნდა წარადგინონ. წინასაარჩევნო კამპანია 9 ოქტომბერს დაიწყება და 31 ოქტომბერს დილის 8 საათზე დასრულდება.