რა მდგომარეობაშია დღეს რუსულ-აზერბაიჯანული ეკონომიკური ურთიერთობა? როგორი მომავალი აქვს სატრანსპორტო დერეფანს “ჩრდილოეთი-სამხრეთი”? შეძლებს აზერბაიჯანი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას? Dalma News-ის ამ და სხვა კითხვებს ეკონომისტი ფუად ალიზადე და რუსული ეკონომიკური სკოლის დირექტორის მოადგილე, აზერბაიჯანის ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორი ელშად მამედოვი პასუხობენ.

– აზერბაიჯანსა და რუსეთში, რუსულ-აზერბაიჯანული რა სახის, ერთობლივი წარმოების შექმნა არის შესაძლებელი?

ფუად ალიზადე: – ამ დროისთვის აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მზარდი თანამშრომლობაა. ამის ნათელი დადასტურებაა – ერთობლივი ფარმაცევტული კომპანიისთვის ჩაყრილი ფუნდამენტი, ერთობლივი ავტოქარხნის პროექტი, რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია “აზერმაში” და რუსული “გრუპა გაზი” ახორციელებენ.

ასევე საინტერესოა, მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია, SOCAR-ის მიერ ერთ-ერთი თანამედროვე რუსული ქარხნის «Антипинского НПЗ», რომელიც ტიუმენში მდებარეობს, აქტივების შეძენის თაობაზე.

ასევე არსებობს მოლოდინი ტურისტულ და სატრანსპორტო სფეროებშიც. დღეისთვის არსებობს პროექტები საკრუიზო კატერების და ელექტრო მატარებლების გასაშვებად. ეს უკანასკნელი მარშრუტი იქნება მახაჩკალა (რუსეთი) – “შახდაგის” ტურისტული ცენტრი (აზერბაიჯანი).

ასევე გაუმჯობესდება ბაქო-მახაჩკალა სარკინიგზო მიმოსვლა. თუმცა, საბაჟო პუნქტებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს, რის გარკვევასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ამ თვალსაზრისით დღეს, განიხილება საკითხი, რომ აღნიშნულ მარშრუტზე საბაჟო გაფორმება მატარებლების მოძრაობის დროს განხორციელდეს.

ფუად ალიზადე

ელშარ მამედოვი: აზერბაიჯანის და რუსეთის ტერიტორიებზე ერთობლივი წარმოების შექმნა, ცხადია, შესაძლებელია. უფრო მეტიც, ასეთი წარმოებები აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და ზერბაიჯანის ეკონომიკებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა მასშტაბებში, მათი ეკონომიკური სისტემები სტრუქტურულად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რუსეთის და აზერბაიჯანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის დამყარება, ტექნოლოგიური კოოპერაცია, ორი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სუბიექტებს შორის ინტეგრაციული კავშირების გაღრმავება და ეკონომიკის მაღალ ტექნოლოგიურ სფეროებში თანამშრომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანი და რუსეთი შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ზღურბლზე აღმოჩნდნენ. პოსტნავთობის ეპოქაში თანდათანობითი გადასვლასთან ერთად აუცილებელი იქნება ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ეკონომიკური განვითარების ხარისხი მაღალ დონეზე შენარჩუნდეს.

სფეროები, რომლებშიც აზერბაიჯანმა და რუსეთმა თანამშრომლობა უნდა გააღრმავონ არის: ბიოტექნოლოგია, ნანოტექნოლოგია, ფიჭური ტექნოლოგია, გენური ინჟინერია. აზერბაიჯანმა და რუსეთმა ინვესტიციები დღეს სწორედ ამ სფეროებში უნდა ჩადონ.

აუცილებელია აქტიური მუშაობა ნავთობქიმიის და გაზქიმიის მიმართულებით. უნდა გაღრმავდეს ჰუმანიტარული თანამშრომლობა, რადგანაც სწორედ ის არის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი. მსოფლიო ეკონომიკაში დღეს, პირველ პლანზეა ადამიანური კაპიტალის განვითარება. ამისთვის საჭიროა განათლების, ჯანდაცვის, მეცნიერების და სოციალური სფეროების აქტიური ინვესტირება.

რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პოტენციალი უზარმაზარია, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ცხოვრებაში განხორციელდეს, საჭიროა შესაბამისი ნება.

რასაკვირველია, აუცილებელია ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდა. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთმანეთთან ნედლეულზე თუ ვივაჭრებთ, შეუძლებელი იქნება შესაძლო მიზნების მიღწევა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროებში ინვესტირება, რათა ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს და თანდათანობით საერთო ბაზრების ჩამოყალიბება შევძლოთ.

– სატრანსპორტო დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”: თქვენის აზრით, როდის შეიძლება სრული ძალით ამოქმედდეს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ირანის ფაქტორს?

ფუად ალიზადე: სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა სკანდინავიის ქვეყნებიდან რუსეთის, ირანის და აზერბაიჯანის გავლით სხვა ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთშიც. პირველმა საპილოტე პროექტებმა უკვე აჩვენეს, რამდენად მომგებიანია ეს დერეფანი ტრანსპორტირების გზების მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებით.

ტრადიციულ მარშრუტს თუ ავიღებთ, მაშინ, როდესაც ინდოეთიდან ტვირთის გადაზიდვა სკანდინავიის პორტებამდე მთელი აფრიკის, ხმელთაშუა ზღვის გავლით ხდებოდა, “ჩრდილოეთი-სამხრეთის” წყალობით მიწოდება თითქმის ორჯერ უფრო მარტივი იქნება.

იმავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ ამ გზის ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანა ირანია. ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ მიღებული სანქციები ხელს უშლის ამ ქვეყანაში დიდი ინვესტიციების განხორციელებას.

დერეფანი “ჩრდილოეთი-სამხრეთის” გზაზე რკინიგზით ტვირთის შედარებით იაფი გადაზიდვებისთვის არ არის ასტარა-რეშტის მონაკვეთი. ამის გამო, ტვირთი სარკინიგზო სატვირთოებიდან უნდა გადაიტვირთოს საავტომობილო ტრანსპორტზე და პირიქით.

აქედან გამომდინარე, თუ აზერბაიჯანი, რუსეთი და ირანი ასტარა-რეშტის მონაკვეთის პრობლემის მოგვარებას შეძლებენ, შეიძლება ითქვას, რომ პროექტი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” წელიწადში დაგეგმილ 10-15 მილიონ ტონამდე ტვირთს გადაზიდავს.

გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, სატრანსპორტო დერეფნების ახალი ვარიაციები გამოჩნდა. მაგალითად, “ჩრდილოეთი-დასავლეთი”, რომელიც აზერბაიჯანის გავლით თურქეთში გავა.

ერთი სიტყვით, რუსულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში სატრანსპორტო დერეფნები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

ელშარ მამედოვი: რა თქმა უნდა, “ჩრდილოეთ-სამხრეთს” შეუძლია სრული ძალით ამუშავდეს. ირანის მიმართ რაიმე აგრესიული მოქმედებები რომც განხორციელდეს, ამას დროებითი ხასიათი ექნება. ირანის მსოფლიო ეკონომიკიდან სრულად გამოთიშვა არ გამოვა.

გარდა ამისა, დღეს ყალიბდება საკმაოდ არსებითი რეგიონალური ბირთვი იმ ქვეყნებისა, რომლებიც ფაქტობრივად არ უერთდებიან სანქციებს.

უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნები ეტაპობრივად უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტებში ურთიერთგაანგარიშებაზე. ეს იქნება სტიმული და ბიძგი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ირანთანაც.

“ჩრდილოეთი-სამხრეთი” ძალზედ პერსპექტიული პროექტია. ის აკავშირებს რუსეთის ევროპულ ნაწილს ისეთ დინამიურად განვითარებად რეგიონთან, როგორიცაა ინდოეთი. ამ პროექტში ჩვენი ქვეყნების მონაწილეობა სტიმული იქნება ეკონომიკური ზრდისთვის მთელს რეგიონში.

ელშარ მამედოვი

– რომელ მესამე ქვეყნებშია შესაძლებელი ერთობლივი მონაწილეობა და აზერბაიჯანის და რუსეთის წარმოების ორგანიზება?

ფუად ალიზადე: თუ ვსაუბრობთ მესამე ქვეყნებზე, მაშინ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ირანია. გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და რუსეთს შეუძლიათ თურქეთის მიმართულებით ითანამშრომლონ. ასევე, არსებობს საინტერესო შესაძლებლობები რუსეთსა და აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის სექტორში. აზერბაიჯანმა თურქეთში ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – Star ააშენა და უკვე შეიძინა რუსული ნავთობი ამ ქარხანაში გადასამუშავებლად.

ელშარ მამედოვი: ესენია ირანიც და თურქეთიც. გარდა ამისა, ჯერჯერობით აზერბაიჯანი ეკონომიკური ინტეგრაციული წარმონაქმნის მონაწილე არ არის და აქ რუსეთი შესაძლოა აზერბაიჯანისთვის გარკვეულ ხიდად იქცეს იმ ქვეყნებზე გასასვლელად, რომლებთანაც მოსკოვი ინტეგრაციულ გაერთიანებებში მონაწილეობს. ესენია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნები.

ჩვენი ქვეყნების კონკურენტული უპირატესობის გამოყენებით, შევძლებთ მესამე ქვეყნების ბაზრებზე თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას. თუ ვისაუბრებთ შორეულ უცხოეთზე, ეს არის აზიური რეგიონი, ასევე ჩინურ ინიციატივასთან “ერთი სარტყელი – ერთი გზა” დაკავშირებული პროექტები და მთლიანად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის განვითარება.

– რამდენად შესაძლებელია აზერბაიჯანის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება და ერთიანი ვალუტის შემოღება?

ფუად ალიზადე: აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება საინტერესო ვარიანტი იქნება, მაგრამ არსებობს ზოგიერთი პოლიტიკური მომენტი, ამიტომ ჯერჯერობით აზერბაიჯანი ევრაზიული კავშირის ქვეყნებთან, გარდა სომხეთისა, ორმხრივ ურთიერთობებს შეინარჩუნებს. თუმცა, მომავალში, ყარაბაღის კონფლიქტი თუ მოგვარდა, აზერბაიჯანი ამ კავშირში შესვლის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

რაც შეეხება საერთო ვალუტას, დღეს ზოგიერთი ქვეყანა დოლარს ებრძვის და მართლაც ცდილობენ ალტერნატიული ვალუტის მოძიებას. ბევრს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება გახდეს იუანი.

თუმცა, საეჭვოა, ახლო მომავალში აზერბაიჯანმა საერთო ვალუტაზე გადასვლა ისურვოს. ეროვნული ვალუტა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ატრიბუტია და აზერბაიჯანი, როგორც ახალგაზრდა სახელმწიფო, მანათს შეინარჩუნებს და გაანგარიშებას ეროვნულ ვალუტაში აწარმოებს.

ელშარ მამედოვი: აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მრავალგეგმიური საკითხია. აქ ძალიან ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში, ჩვენი ქვეყნები ეკონომიკური მიმართულების ინტეგრაციულ გაერთიანებებში იქნებიან.

მომავალში, აზერბაიჯანის ევრაზიის კავშირში, საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგება. აქ, ცხადია, იგულისხმება პოლიტიკური ფაქტორები და თუ ეს საკითხები გადაიჭრება, ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე რუსეთისთვის ზემოთ აღნიშნული ინტეგრაციული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობა ხელსაყრელი იქნება.

რაც შეეხება საერთო ვალუტას, ჯერჯერობით, ჩვენ გაანგარიშებები მაქსიმალურად ეროვნულ ვალუტაში უნდა ვაწარმოოთ. თუმცა, პერსპექტივაში საერთო ვალუტის გამოჩენა საკმაოდ გონივრული იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთო ვალუტაზე გადასვლით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ემისიაზე და აღნიშნული ვალუტის სტაბილურობაზე, თავის თავზე უნდა აიღოს მთელი პასუხისმგებლობაც.

ალექსანდრა ზუევა