აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კუნიო მიკურიიანი მიიღო.

როგორც ილჰამ ალიევიმა განაცხადა, აზერბაიჯანმა საბაჟო სფეროში მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა. მან ასევე საბაჟო სფეროში განვითრების თანამშრომლობის პროგრამისა და აკადემიური კვლევების კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენ.მდივანმა კუნიო მიკურიანმა საბაჟო გადაზიდვების მოცულობის გაზრდაზე და ამ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.