ყაზახეთში შრომით მიგრანტებს შორის აზერბაიჯანელები რაოდენობით მესამე საპატიო ადგილზე არიან. ხოლო პირველ და მეორე ადგილებს მისი ახლო მეზობლები უზბეკები და ტაჯიკელები ინაწილებენ.

ყაზახეთის მასობრივი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყანაში მომუშავე 103 ათასი უცხოელიდან 7 ათასი უზბეკეთის მოქალაქეა, 3 312 – ტაჯიკეთის, ხოლო 1396 – აზერბაიჯანის.

შრომითი მიგრანტების დიდი უმრავლესობა (94,2%) მამაკაცები არიან. მათგან 84,2% სამშენებლო სამუშაოებზეა დაკავებული.