აზერბაიჯანი და საქართველო ხელს მოაწერენ მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ შეთანხმებას.

როგორც “Trend-ი” აზერბაიჯანის ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის ეროვნული სამონიტორინგო დეპარტამენტის დიტექტორის მოადგილე მათანათ ავაზოვზე დაყრდნობით იტყობინება, ამ საკითხზე ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს მსჯელობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის და მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

ავაზოვის თქმით, მოლაპარაკებები იმართება დიპლომატიური არხებით საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება შესაბამის შეთანხმებას, რის შემდეგაც მხარეები ვალდებულნი იქნება იზრუნოს მტკვარში წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. “ჩემის აზრით, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მტკვრის დაბინძურებას თავიდან ავიცილებთ,” – განაცხადა მან.

მისივე თქმთ, აზერბაიჯანი 10 წლის წინათ შეუერთდა ევროსაბჭოს “ტრანსსასაზღვრო წყლებისა და საერთაშორისო ტბების დაცვის კონვენციას” და ეს სტრუქტურა ოთხ წელიწადში ერთხელ ამზადებს წყლის ხარისხის შესახებ ანგარიშს. ძლიერი დაბინძურება შეიმჩნევა მდინარე მტკვირსა და არაზის ზედა შესართავებში.