აზერბაიჯანელი ჟურნალისტები სტუმრად აჭარის რეგიონში იმყოფებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, აზერბაიჯანის წამყვანი ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში, რადიო “ANS”-ის, ტელეკომპანია “ATV”-ის, საინფორმაციო პორტალ DAY.AZ-ის, LENT.AZ-ის, 1news.az-ის, TREND.AZ-ის, VESTI.AZ-ის ჟურნალისტები ტურისტულად აქტიურ სეზონს და ზაფხულის აქტივობებს გააშუქებენ.

სტუმრები ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან ერთად დაათვალიერებენ მთიანი აჭარის მომხიბვლელ ადგილებს, კერძოდ, მაჭახელას ხეობას, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ “ამბრაზურას” (სასროლეთი), ჩანჩქერს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს მოინახულებენ და რეგიონის ფოლკლორულ და გასტრონომიულ სიმდიდრეებს გაეცნობიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here