ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა – საქართველო დისკუსია გამართა თემაზე: გენდერული თანასწორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისთვის.

შეხვედრის მიზანი იყო მსჯელობა გოგონებისა და ქალების ინტერესის გაზრდის გზებზე საბუნებისმეტყველო, ზუსტ და საინჟინრო მეცნიერებებში.

კვლევები და ემპირიული მონაცემები აჩვენებს, რომ გოგონები აკადემიური მოსწრებით უტოლდებიან და უსწრებენ ბიჭებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, მაგრამ მათი თვითშეფასება დაბალია, ისინი კვლავ რჩებიან სტერეოტიპების ტყვეობაში და არ განაგრძნობენ სწავლასა და დასაქმებას ტექნიკურ პროფესიებში, – აღნიშნავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.