საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აბიტურიენტები მშობლებთან ერთად სამინისტროს იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მეორადი ჩარიცხვები არ მოხდება.

როგორც ipn.ge იტყობინება, სამინისტროსთან შეკრებილმა აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებში მაინც ვერ მიხვდნენ.

“ჩარიცხულები კი არიან ისეთი პირებიც, რომლებსაც მათზე დაბალი ქულები აქვთ აღებული”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები სააგენტოსთან საუბარში.

აბიტურიენტების თქმით, ისინი საპროტესტო აქციებს იქამდე გააგრძელებენ, სანამ განათლების სამინისტრო მეორადი ჩარიცხვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.