ქართული ოპოზიცია თავისი პოლიტიკური საბრძოლო იარაღების არსენალს აქტიურად ავსებს და ამისთვის უკიდურესად შემოქმედებითი მიდგომების დემონსტრირებას ახდენს. მიხეილ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ნამსხვრევი, რომელიც თავის დედა პარტიას დროებით გამოეყო და სახელწოდებად “გირჩი” აირჩია, მზად არის მსოფლიო თავისი გამომგონებლობით გააოცოს. მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიასთან” ერთად “გირჩმა” გამანადგურებელი იარაღი გამოიყენა, რაზეც ოსტაპ ბენდერი იტყოდა: “ოკუპაციას რბილი ადგილით დავარტყათ”.

საქმე იმაშია, რომ “ოკუპაციის” წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფმა, რომელთა შორისაც არიან როგორც ახალგაზრდები, ისე ასაკში შესულებიც, ე.წ სამხრეთ ოსეთთან გამყოფ ხაზზე ზეეფექტიანი აქცია მოაწყო. ისინი ერთ რიგში დაეწყვნენ, შარვლები ჩაიხადეს და მტერს და დანარჩენ მსოფლიოს თავიანთი სხეულების პიკანტური ადგილები აჩვენეს. აქციის გამო, ალბათ, გამყოფი ხაზის იქით მდგომი მხარე პანიკამ მოიცვა, რადგანაც ჯერ არ დაბადებულა მტერი, რომელსაც შიშველი უკანალის არ ეშინოდეს. ახლა უკვე ეჭვგარეშეა, რომ “ოკუპაციის და ოკუპანტების დასასრული ახლოსაა”.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნამდვილად არ იყო ორიგინალური იარაღი. ჩინეთში კულტურული რევოლუციის დროს, საბჭოთა კავშირის და ჩინეთის საზღვართან მრავალათასიანი ბრბო შეიკრიბა და იდენტური აქცია მოაწყეს. თუმცა, საბჭოთა მესაზღვრეებმა სწრაფად და ეფექტიანად უპასუხეს. როგორც კი აქციის მონაწილეებმა შარვლები ჩაიხადეს და საჭირო პოზა მიიღეს, საბჭოთა მესაზღვრეებმა მაო ძედუნის პორტრეტი ასწიეს. შედეგად, აქცია მალევე დასრულდა.

მსოფლიო კულტურაში, პოლიტიკური იარაღად შიშველი უკანალების ჩვენების პრეტენდენტი მართლაც არსებობს. მაგალითად, ფილმში “მამაცი გული”, რომელშიც მოთხრობილია შოტლანდიელების ბრძოლა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ, შოტლანდიელები ბრიტანელების წინააღმდეგ გალაშქრების წინ მოწინააღმდეგეებს სწორედ ასეთ “მესიჯს” უგზავნიან. ახლა უკვე გასაგებია, რომ “გირჩის” და მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” კეთილშობილური ამოცანაა დაამტკიცონ, რომ ჩინელებზე და შოტლანდიელებზე არანაკლები უკანალები აქვთ.

უკვე ვიცით, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზი საქართველოში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით ჩამოსული მაღალი თანამდებობების უცხოელი სტუმრების პერმანენტული სამლოცველო ადგილია. როგორც წესი, ესენი არიან ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ჩვენი ძველი ან ახალგამომაცხვარი მეგობრები, რომლებიც თავიანთ სრულ და აქტიურ მხარდაჭერაში გვარწმუნებდნენ.

“გირჩის” და საზღვრისპირა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლთა აქციამ საქართველოს მოსახლეობას თვალი აუხილა. ყველა ის მინისტრი, კონგრესმენი და ევროპარლამენტის წევრი, ასევე პატარა, მაგრამ ძალიან ხმაურიანი ქვეყნების პრეზიდენტები მიდიოდნენ გამყოფ ხაზთან და რა?! ესაუბრებოდნენ ადგილობრივ მოხუცებს, რომელთაგან დავით ვანიშვილი უკვე სატელევიზიო ვარსკვლავიც კი გახდა, შემდეგ ოპტიკური ხელსაწყოებით ათვალიერებდნენ ყოფილი ავტონომიის ტერიტორიას და იქ რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე შესაბამის განცხადებებს აკეთებდნენ.

ახლა უკვე მთელი მოსახლეობისთვის ცხადია, რომ ყველა ეს მაღალი თანამდებობის სტუმრები და ჩვენი ქვეყნის ვითომდა მეგობრები, თავანთი შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარს აჩვენებდნენ. დათვალიერება და გასაუბრება – მხოლოდ ამისთვის უნდა შევაქოთ ისინი? ამიერიდან მაღალი რანგის სტუმრების სავალდებულო რიტუალად “გირჩის” მიერ დაწესებული პროტოკოლის შესრულება ჩაითვლება. აშკარაა, რომ თუ ადგილობრივ შიშველ უკანალებს ფართო საერთაშორისო კოალიციაც შეუერთდება, რუსეთისთვის ეს ბევრად უფრო ფატალური დარტყმა იქნება, ვიდრე მის წინააღმდეგ ამოქმედებული ყველა სანქცია.

თითოეულ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ მოძრაობას თავისი ღერბი უნდა ჰქონდეს. ბოლო დროს მოდური გახდა სხვადასხვაგვარი ტესტების და ვიქტორინების ჩატარება. საინტერესოა, რა პასუხს გასცემს მოსახლეობა კითხვაზე: რა დეტალით უნდა დამშვენდეს პარტია “გირჩის” და მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ღერბები? ჩემის აზრით, პასუხი აშკარაა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ხელოვნურად გამძაფრებული რუსოფობია პარანოიდული შიზოფრენიის ფორმას იძენს. ამის საუკეთესო მტკიცებულება გამყოფ ხაზზე მოწყობილი გამოხტომაა. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის სრული დეგრადაციაა, არამედ მძიმე ფსიქოლოგიური გარყვნილება. ჩვენს საკმაოდ “ცისფერ” საუკუნეში, გაშიშვლებული საჯდომების ჩვენება აღიქმება არა როგორც პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის საშუალება, არამედ როგორც სარეკლამო შეთავაზება. ამაზე რომელიმე ვაიპოლიტიკოსი თუ დაფიქრებულა?! ვინმე დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად დამამცირებელია ასეთი საქციელი საქართველოსთვის, რომელიც სამართლიანად ამაყობს თავისი წარსულით და მრავალსაუკუნოვანი კულტურით?

ჩვენ ბევრ ქვეყანას მთელ რიგ ასპექტში ჩამოვრჩებით. მაგალითად, ვერ ვაშენებთ კოსმოსურ ხომალდებს, თანამედროვე ელექტრო ტექნიკას და სხვა მრავალს, სამაგიეროდ, არ ვართ ჩამორჩენილები კულტურული თვალსაზრისით. ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი, საზოგადოებაში მოქცევის წესები, ჩვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები ყოველთვის გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ყველაზე მაღალგანვითარებული და მაღალკულტურული ქვეყნების წარმომადგენლებთან თანაბარ პირობებში გვესაუბრა. ახლა კი, აშკარაა, რომ სრული ბედნიერებისთვის ისღა დაგვრჩენია, ეს მონაპოვარიც დავკარგოთ?!

პოლიტიკური პარანოიდული შიზოფრენიის კიდევ ერთი მტკიცებულება ის არის, რომ აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ამ საქმით პროკურატურა დაინტერესდებოდა და უპირველეს ყოვლისა, საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად ფსიქიატრებს მიიწვევდა. საბოლოოდ კი, იურიდიული საქმე სამედიცინოდ შეიცვლებოდა. ჩვენთან ასე არ ხდება. ამ და სხვა ნახევრად შეშლილი აქციების და პოლიტიკური პერფორმანსების მონაწილეებს არამც თუ რცხვენიათ თავიანთი საქციელის, არამედ ამაყობენ კიდეც თავიანთი საფირმო ნიშნით, რომელიც თავისებურად გამორჩეული პოლიტიკური მეთოდიკით ხასიათდება. საზოგადოებამ სწორედ ამ შემთხვევაში უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა. საზოგადოების გარდა ამ სიგიჟის შეჩერება არავის შეუძლია. სწორედ ამიტომ, “ქართული ოცნების” ნაკლოვანებების მიუხედავად, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში არჩევანი ბოროტებას და ცუდს შორის, უკანასკნელზე უნდა გაკეთდეს.

პარტია “გირჩის” და მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” აქცია, ცხადია, შესანიშნავი მასალაა იუმორისტების და სატირიკოსებისთვის, თუმცა ნებისმიერ ნორმალურ ადამიანში ეს ფაქტი მწუხარების ცრემლებს იწვევს. როგორც ამბობენ: “სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს”.

დავით კუპატაძე (თბილისი)