საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მცულობამ 2015 წლის II კვარტალში 355 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81 პროცენტით აღემატება 2014 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს. სიაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია 45 %-ით, მეორეზე – ნიდერლანდები 19 %-ით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 12 %-ით. შვიდ-შვიდი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საფრანგეთმა და ჩინეთმა.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის მე-2 კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ წინასწარ მონაცემებშია მოცემული, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 530 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით სამი უმსხვილესი სექტორს წილმა 2015 წლის II კვარტალში 78 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 207 მლნ. აშშ დოლარი, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 58 %-ია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი 41 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობა 30 მლნ. აშშ დოლარით. მეექსვზე ადგილზეა სასტუმროები და რესტორნები 18 მლნ აშშ დოლარით. სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაზე 7 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here