საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად იქცა მას შემდეგ, რაც 2014 წელს ოფიციალურმა თბილისმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ურთიერთობის ახალი ეტაპი 2017 წლის 28 მარტს დაწესებული უვიზო რეჟმი გახდა. იმის შესახებ, თუ რა მოუტანა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო კავშირმა და რა გამოწვევების და პრობლემების წინაშე დგას დღეს ქვეყანა, ქართველი პუბლიცისტი ირაკლი ჩხეიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ საიტ EADaily-ის გვერდზე წერს.

2017 წლის 28 მარტს, ერთ თვიანი მოლაპარაკებების და მთელი რიგი კანონების მიღების შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს ოფიციალურად აამოქმედა უვიზო რეჟიმი. ქართული ხელისუფლება ამ დღეს დიდხანს ელოდა, თუმცა უვიზო რეჟიმის მირებასთან დაკავშირებული ეიფორია რთული ასახსნელი იყო. მიზეზი ის არის, რომ ევროკავშირმა კარი ფართოდ გაუღო ტურისტებს, ხოლო შრომითი მიგრანტებისთვის მაგრად ჩაკეტა.

საქართველო, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო, მისი დაშლის შემდეგ სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, ქვესკნელისკენ დაეშვა. ქვეყანა ელექტროენერგიის, გაზის, ტრანსპორტის ნორმალურად ფუნქციონირების გარეშე და ტოტალური უმუშევრობის პირობებში აღმოჩნდა.

სამრეწველო საწარმოებმა ერთ საათში შეწყვიტეს მუშაობა, ხოლო მთელს საბჭოთა კავშირში სახელგანთქმული და მაღალრენტაბელური ქართული სოფლის მეურნეობა წარსულს ჩაბარდა. საქართველოს მოსახლეობა საკუთარა სახელმწიფომ და პოლიტიკურმა ელიტამ დაივიწყა. მშობლიური ხალხი მათთვის მხოლოდ პოლიტიკურ ელექტორატს და ხელისუფლებაში მოხვედრის საშუალებას წარმოადგენდა.

ამგვარად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პოლიტიკური წინააღმდეგობების მთელი სიმწვავის მიუხედავად, საქართველოს დაახლოებით მილიონ-ნახევარი მოქალაქე აღმოჩნდა. სწორედ მათმა შრომამ უზრუნველყო ბოლო ათწლეულის მძიმე ეკონომიკურ პერიოდში უამრავი ოჯახის შიმშილისგან გადარჩენა. დღესაც, ევროკავშირის შრომითი ბაზრის წარმატებით ათვისების პირობებში რუსეთის ფედერაციიდან შემოსული გზავნილები უალტერნატივოა, რაც საკმაოდ უნაურია იმ ფონე, რომ საქართველოს ყველა მმართველი ელიტა რუსოფობიას ავითარებს.

და აი, ბოლოსდაბოლოს პროდასავლურმა კურსმა ნაყოფი გამოიღო. მიმდინარე წლის 28 მარტიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ევროვიზებით საართველოს დაახლოებით 162-მა მოქალაქემ ისარგებლა. თუმცა, ამის უკან საიდუმლო მიგრაციული თამაშები იმალება. დღეს ნებისმიერმა კარგად იცის, რომ შეუძლებელია თანამედროვე საქართველოდან ამდენი ტურისტი იყოს, რომლებსაც ევროპული ქვეყნების და ნათი ღირსშესანიშნაობებით ტკბობის შესაძლებლობა ექნებათ.

დიდი უმრავლესობისთვის ევროპა არის და იქნება გამოსაკვებად საჭირო ფულის გამომუშავების შესაძლებლობა. ახალი წესების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ევროპის ქვეყნებში 6 თვის განმავლობაში 90 დღე შეუძლია დარჩეს. იქ მუშაობის დაწყებაზე კი საუბარი ზედმეტია. გარდა ამისა, მას ანგარიშზე საკმაოდ სოიდური თანხა უნდა ჰქონდეს, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხო დროებით საცხოვრებელს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ამ წესების დარღვევის შედეგი დაუყოვნებლივი დეპორტაცია და სამი ათას ევრომდე ჯარიმაა. ეს კი საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან დიდი თანხაა.

საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან ევროკავშირის საზღვარზე გამგზავრებული მოქალაქეების დაახლოებით 6%-მა ეს კანონი დაარღვია. ანუ ეს დაახლოებით 10 ათასი ადამიანია. როგორც ცნობილია, ეს მონაცემები საბოლოო არ არის და ადვილი შესაძლებელია შეიცვალოს. ცხადია, რომ ამ მიმართულებით ნაკადი კიდევ გაიზრდება.

გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოშიც ხშირად უჩვენებდნენ იტალიურ ფილმს “პური და შოკოლადი”, სადაც მთავარ როლში ნინო მანფრედი მონაწილეობდა. ფილმი მოგვითხრობდა იტალიელი “გოსტარბაიტერის” შესახებ, რომელიც შვეიცარიის გერმანულენოვან ნაწილში მუშაობდა. იქ მას ნებისმიერი სამუშაოს შოვნისთვის ბრძოლა უწევდა თურქებთან, ბერნძებთან და სხვა ღარიბი ევროპული ქვეყნიდან ჩასულ
გოსტარბაიტერთან”. მაშინ ქართველი მაყურებელი თანაგრძნობით უყურებდა იტალიელი მიგრანტის რთულ ყოფას. თუმცა, იმ წლებში ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო ის, რომ რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ისინი ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ.

თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ მიგრაციული მიმართულება მხოლოდ საქართველოდან არ ფიქსირდება. მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ. ამგვარად, 2013 წელს მოქალაქეობა დაახლოებთ 27 ათასმა უცხოელმა მიიღო. ერთი შეხედვით,ეს სასიხარულო მოვლენაა, რადგანაც ქვეყანაში უცხოელების მიზიდვა მისი მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეიტინგზე მეტყველებს. ყურადსაღებია მხოლოდ ერთი ვითარება. ამ უცხოელებს შორის ევროკავშირის, აშშ-ს და კანადის მოქალაქეები თითზე ჩამოსათვლელია.

საქართველოს ახალი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა აფრიკის და აზიის უღარიბესი ქვეყნებიდან არიან. მათ არანაირი მატერიალური შესაძლებლობა, განათლება და შესაბამისად სამუშაო კვალიფიკაცია თითქმის არ გააჩნიათ. ამგვარად, რა ინტერესი ამოძრავებთ მათ შორეული ქვეყანის მოქალაქეობაში? იქნებ მათი მთავარი მოტივი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმია?

საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ბოო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობ, საუბრობ ქართულ ენაზე და გაქვს სამსახური და გარკვეული ქონება. არსებობს გამარტივებული ვარიანტიც – თუ ქვეყანაში ცხოვრობ 2 წლის განმავლობაში და დაქორწინებული ხარ საქართველოს მოქალაქეზე. არსებობს კიდევ გამონაკლისებიც, თუმცა ამ შემთხვევაში ადამიანს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე პირადი დამსახურება უნდა ჰქონდეს და მისთვის საინტერესო უნდა იყოს. ასევე არსებობს სპეციალური საშუალება საქართველოში დაბადებულებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში გაიზარდნენ და საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 27 ათასიდან თითქმის 23 ათასმა მოქალაქეობა გამონაკლისი სახით მიიღო.

საერთოდ, მიღებულია, რომ გამონაკლისები ათასში ერთი ხდება. თუმცა ათასის 90%-ის გამონაკლისად მიჩნევის პრაქტიკა 2013 წლიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სავარძელი საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეინარჩუნა. შემდგომი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დროს ვითარება თითქმის არ შეცვლილა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესების გამკაცრება ბევრმა პოლიტიკურმა მოძღვაწემ მოითხოვა. საინტერესოა, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე რა დიდი დამსახურება აქვს იმ 23 ათას ადამიანს, რომლებმაც მოქალაქეობა გამონაკლისის სახით მიიღეს? იქნებ მათდამი ფინანსური ინტერესი ამოძრავებდა არა სახელმწიფოს, არამედ კონკრეტულ მოხელეებს?

თუ წარმოვიდგენთ ფანტასტიკურ სურათს იმის შესახებ, რომ უკრაინამ ბოლოსდაბოლოს ცნობილი „ბარიგებთან მებრძოლის“ საქართველოში დეპორტაცია ისურვა, მაშინ მას ვკითხავდით საქართველოში არსებული „ბარიგული ინტერესის“ შესახებ. თუმცა, კარგად ვიცით, რომ ამის იმედი დიდად არ უნდა გვქონდეს.

მანამდე კი მოგვიწევს თვალი ორ მიმართულებიან მოგზაურობებს ვადევნოთ.

ირაკლი ჩხეიძე (თბილისი) სპეციალურად EADaily-სთვის