საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1,164 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლიდან დღემდე 5 120 ოჯახს უკვე გადაეცა საცხოვრებელის სახლები საკუთრებაში. ასევე 10 000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართები. “ეს პროცესი უკვე გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ათი თვის განმავლობაში გრძელდება,” – აცხადებს პრემიერი.

აღნიშნული საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაიტანეს.