საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და საკურორტო ქალაქი ბორჯომი, სამუზეიმო ქალაქად გამოცხადდება. აქ განთავსებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობა: ახალი კავალერიის კორპუსი, რუსეთის იმპერიის მონარქების, რომანოვების ყოფილი კანცელარია, მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობა, ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანა და ლიკანის სასახლე.

პროექტი ამ შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ატრაქციის შექმნას გულისხმობს. კერძოდ, ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ბორჯომის 5 მუზეუმი: ახალი კავალერიის კორპუსში – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; რომანოვების რეზიდენციაში – ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი; მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში – ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი; ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში – ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი; ხოლო ლიკანის სასახლეში – სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი განთავსდება.

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და საკურორტო ქალაქი ბორჯომი, სამუზეიმო ქალაქად გამოცხადდება. აქ განთავსებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ხუთი უნიკალური ისტორიული შენობა: ახალი კავალერიის კორპუსი, რუსეთის იმპერიის მონარქების, რომანოვების ყოფილი კანცელარია, მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობა, ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანა და ლიკანის სასახლე.

პროექტი ამ შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ატრაქციის შექმნას გულისხმობს. კერძოდ, ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ბორჯომის 5 მუზეუმი: ახალი კავალერიის კორპუსში – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; რომანოვების რეზიდენციაში – ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი; მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში – ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი; ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში – ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი; ხოლო ლიკანის სასახლეში – სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი განთავსდება.

საიტი-ატრაქციას რაც შეხეება, ბორჯომის პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით, ღია ცის ქვეშ “პირველი რკინიგზა” მოეწყობა, რომელიც ძალიან მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ისე ტურისტებისთვის. ისტორიული ორთქმვალით შესაძლებელი იქნება ერთგვარად დროში მოგზაურობა, ანუ იმ მარშრუტის გავლა, რომელსაც “კუკუშკას” პირველი მგზავრები, თითქმის საუკუნით ადრე გადიოდნენ.

ბორჯომში, რომანოვების საკურორტო სასახლე, ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, 1892-95 წლებში არქიტექტორ ლეონიდ ბენუას პროექტით, გერმანელ არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდს აუშენებია. ფსევდოგოთური სტილის ნაგებობის ცენტრალური შესასვლელის თაღში მოთავსებულია ფაიფურის თუთიყუში, რომელიც კარის გაღებისთანავე იწყებდა მოძრაობას, თითქოს ესალმებოდა შემსვლელ სტუმარს. ეს დაკავშირებული იყო ჰაერის ჭავლთან. შენობაში დაცულია რომანოვის კაბინეტი ბუხრით, რომელშიც შემდგომში საბჭოთა კავშირის ლიდერი, სტალინი მუშაობდა. ამავე კაბინეტშია სტალინის მიერ დაჭედებული ორი ისტორიული ლურსმანი, ერთი საწერ მაგიდაზე ქუდის, მეორე კი კედელზე – კიტელის ჩამოსაკიდად. ოთახს აქვს მოზაიკური ჭერი, რომელიც აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი.

შენობაში არებობს საბილიარდო ოთახი, რომანოვების დროინდელი ბილიარდით, რუსულ ღუმელზე იტალიური მწვანე კერამიკით გამოხატულია ბორჯომის ხეობაში მობინადრე ცხოველები. სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით, კაკლის ხის ფესვებისგან დამზადებული ისტორიული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია.

სასახლის მეორე სართულზე არსებობს ე. წ. “პეპლებიანი” საძინებელი, რომელსაც სხვადასხვა ისტორია აქვს. ერთი ვერსიის თანახმა, ნიკოლოზ რომანოვი გატაცებული ყოფილა ლეპიდოპტოლოგიით (მეცნიერება პეპლებზე). საკუთარი ხელით აკეთებდა პეპლების ჩანახატებს, რომლებსაც შემდეგ აკვარელით აფერადებდა. მისი ბრძანებით, ლიკანის ტერიტორიაზე დაახლოებით 110 000 ნაირსახეობის პეპლის კოლექცია შეუგროვებიათ. კოლექციის დიდი ნაწილი რომანოვმა პეტერბურგის ზოოლოგიის მუზეუმს გადასცა, ნაწილი კი თბილისის სახელმწიფო მუზეუმს უსახსოვრა. მან პეპლების კვლევას 9 ტომი მიუძღვნა, რომლებიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ერთ-ერთ კოლექციონერს მოსვლია აზრად, სასახლის რომელიმე ოთახი მოეხატათ ბორჯომში დაჭერილი პეპლების ანალოგიური დასურათებებით. სხვა ვერსიის თანახმად, პეპლებით კედელი რომანოვის ქალიშვილების სურვილით მოხატეს.

ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში, ბორჯომის სასახლე კომუნისტების ხელში გადავიდა. იქ ხშირად ისვენებდნენ საბჭოთა ხელისუფლების პირველი პირები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სასახლე საქართველოს პრეზიდენტების საზაფხულო რეზიდენცია იყო. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბორჯომის რომანოვების სასახლის შიდა ინტერიერში ცვლილებები შეუტანია და იქაურობა საკუთარი კომფორტის მიხედვით შეუცვლია. შელესილია პეპლებიანი კედელიც. სასახლის მეორე სართულზე ჯაკუზებია განთავსებული. სასახლის რესტავრაცია შენობისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას გულისხმობს, შესაბამისად ჯაკუზებს მოშლიან. რაც შეეხება სასახლის მდგომარეობას ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიდოში, როგორც Dalma News-ს ბორჯომის მერიაში განუცხადეს მისი მმართველობის წლებში ისტორიულ შენობის იერ-სახეში რადიკალური ცვლილებები არ შესულა.

“რომანოვების სასახლე დღეისთვის დაკეტილია. მანამდე ის სააკაშვილს საკუთარ რეზიდენციად ჰქონდა მოწყობილი და აქამდე იქ დამთვალიერებელი ვერ შედიოდნენ. შეიღება კედლები, რომელზეც პეპლები იყო გამოსახული, შეცვლილია ინტერიერი. ​შევარდნაძის პერიოდში რომანოვების სასახლე პრეზიდენტის რეზიდენცია იყო, თუმცა მაშინ, ძველი სახით იყო შენარჩუნებული. ეზოც მოვლილი და მოწესრიგებული იყო, ამჟამად სასახლესთან დაცვა დგას და ტურისტსაც არ შეუძლია ახლოს მისვლა, სასახლის მხოლოდ შორიდან დანახვაა შესაძლებელია”, – გვითხრა ბორჯომის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ხუჯაძემ.

რუსეთის საიმპერატორო ოჯახის რომანოვების კანცელარიის შენობაში დღეს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმია განთავსებული და ტურისტებისთვის ერთ-ერთ საინტერესო ობიექტს წარმოადგენს. ის შედგება არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნებისა და მხარის ბუნების განყოფილებებისგან. ასევე დაცულია ძვ.წ II-I ათასწლეულით დათარიღებული უნიკალური ბრინჯაოს სამკაულები და იარაღები, ძვ.წ V – ახ.წ. XX საუკუნეების მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექციები, რომანოვების პირადი ნივთები: ევროპული და აზიური წარმოების ჭურჭელი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. შენობას რამდენიმე ათეული წელია რემონტი არ ჩატარებია, ექსპონატებიც ქაოტურად არის განლაგებული. როგორც Dalma News-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუცხადეს, შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

“ბორჯომია სამუზეუმო ქალაქად გამოცხადების იდეა ძალიან საინტერესო და მისაღებია. გარდა მიენარალური წყლებისა, ქალაქი სხვა დატვირთვასაც შეიძენს. ძალიან ბევრი ექსპონატი ამოვა საცავებიდან და იხილავს მზის შუქს, რაც ძალიან კარგია. ექსპონატები დღეს, არასათანადო პირობებშია შენახული. ზოგი მათგანი თბილისისა სანქტ-პეტერნურგის მუზეუმებშია წაღებული და მათ დაბრუნებაზეც არის საუბარი”,- აცხადებს მარინე ხუჯაძე.

მისივე თქმით, კავალერიის სასახლიდა და რომანოვების რეზიდენციის ნახვით განსაკუთარებით რუსი ტურისტების ინტერესდებიან.

გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია ე.წ პატარა ბაღში არსებული კავალერიის სასახლე. შეიძლება ითქვას, რომ შენობის რესტავრაცია ფაქტობრივად შეუძლებელია. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს თუ რა სახის სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს შენობას. კავალერიის სასახლის რეაბილიტაციასა და სამუზეუმო ადაპტაციას მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

“კავალერიის კორპუსის შენობა, ალბათ, საძირკვლიდან უნდა გამაგრდეს, კედლებია დაბზარული. ფაქტობრივად შენობის ჩონჩხი დგას. ამ შენობაში პოლიკლინიკა იყო განთავსებული. გასული საუკუნის მძიმე, 90-იან წლებში ორივე შენობა გადაურჩა გაძარცვას. ექსპონატების ნაწილი საცავში ინახება, ნაწილი მუზეუმებშია გამოფენილი. რომანოვების სასახლიდან წაღებული ფერწერული ტილოები თბილისში ინახება. ასევე, სასახლიდან ექსპონატები წაღებულია სანტქ-პეტერბურგის ერთ-ერთ მუზეუმში. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ექსპონატები დაუბრუნდეს საქართველოს. მათ შორის არის გერმანიაში დამზადებული ბროლის ლარნაკები და ფაიფურის ჭურჭელი. ასევე რუსეთში დამზადებული ჭურჭელი”, – აცხადებს მარინა ხუჯაძე.

ქალაქი მუზეუმის პროექტის კიდევ ერთი ნაწილია პირველი ორთქლმავლის ატრაქცირება. ბორჯომის მერიაში დიდი ხანია სურთ მისი ექსპლუატაციაში ჩაშვება. პროექტს პირადად კურირებს მარინა ხუჯაძე და მიაჩნია, რომ ცნობილი “კუკუშკა” ფუნქციური უნდა გახდეს.

საუკუნის წინათ, “კუკუშკას” მგზავრები ჩარხისწყლიდან ბაკურიანში, ეიფელის კონსტრუქციით აშენებული ხიდით გადაჰყავდა. არსებობს მოსაზრება რომ ისტორიული ორთქლმავალი იმავე მარშრუტზე დატოვონ, თუმცა მეორე მხრივ მისი ბორჯომის პარკთან განთავსების იდეაც განიხილება, სადაც მეტი დამსვენებელი იკრიბება. – ეს იდეა, უფრო ადვილად და მოკლე დროში მოგვარებადიაო, – ამბობენ მერიაში.

“ამჟამად “კუკუშკა” არ არის კარგ მდგომარეობაში, ძალიან მოსავლელია. ქარხანას დღესაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მას რესტავრაცია ჩაუტარდეს, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე, ხელს ვერ ვკიდებთ”, – აცხადებს ბორჯომის მერიის წარმომადგენელი მერინა ხუჯაძე.

საუკუნის წინათ, “კუკუშკას” მგზავრები ჩარხისწყლიდან ბაკურიანში, ეიფელის კონსტრუქციით აშენებული ხიდით გადაჰყავდა. არსებობს მოსაზრება რომ ისტორიული ორთქლმავალი იმავე მარშრუტზე დატოვონ, თუმცა მეორე მხრივ მისი ბორჯომის პარკთან განთავსების იდეაც განიხილება, სადაც მეტი დამსვენებელი იკრიბება. – ეს იდეა, უფრო ადვილად და მოკლე დროში მოგვარებადიაო, – ამბობენ მერიაში.

“ამჟამად “კუკუშკა” არ არის კარგ მდგომარეობაში, ძალიან მოსავლელია. ქარხანას დღესაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მას რესტავრაცია ჩაუტარდეს, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე, ხელს ვერ ვკიდებთ”, – აცხადებს ბორჯომის მერიის წარმომადგენელი მერინა ხუჯაძე.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს პატარა ქალაქი უდიდეს ისტორიას ინახავს. მუზეუმამდე მისი ბუნება ხიბლავს სტუმარს, თუმცა ბოლო წლებში გახშირებულმა ტყის ხანძრებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ქალაქს. ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად გამოცხადება, მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ საქართველოს სხვადახვა კუთხის მცხოვრებლებისთვისაც. ქალაქის მერია მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში, რათა პროექტის განხორციელება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ბორჯომელების ძირითადი შემოსავალი დღეს ტურიზმია და იმედოვნებენ რომ მუზეუმები მას წელიწადის ყველა დროს ერთნაირად საინტერესოს გახდის. ბორჯომის ძირითადი სტუმრები არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობა, რომლებმაც კარგად იციან ამ ქალაქის ბუნებრივი რესურსებისა და აქ დასვენების ფასი. ჩამოდიან რუსები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები, ყაზახები, ებრაელები, ბოლო ორი წელია არაბებიც. იმედია ბორჯომის პოპულარობის ზრდა, ბორჯომელების ეკონომიკურ მდგომარეობას სასიკეთო დაეტყობა.

შორენა პაპაშვილი