25 მაისს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულმა კონფერენციამ „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2023. მიზნები და ღირებულებები“ განაგრძო მუშაობა, რომელიც მოსკოვში დსიწყო. კონფერენციაში რუსი და სომეხი მეცნიერები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, მედიისა და კომუნიკაციების სფეროს ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები, ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ. როგორც სომხეთში რუსეთის საელჩოს მრჩეველმა ალექსანდრ ნოვიკოვმა განაცხადა, „ჩვენს მეზობელი რეგიონის სიმშვიდე და კეთილდღეობა, სადაც ჩვენი ძალიან ახლობელი, მოძმე ხალხი ცხოვრობს, რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა. ძლიერი, წარმატებული და თავდაჯერებული სომხეთის არსებობა, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია“.
ერევნის კონფერენციის გახსნისას, კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ეკონომიკის დოქტორმა. ვლადისლავ გასუმიანოვმა დამსწრე საზოგადოებას ვიდეოკავშირის საშუალებით მიესალმა და რუსულ-სომხური მეგობრობისა და სულიერი ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით, მომავლის საწინდარია.
„ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა გადავხედოთ ურთიერთობების ამ სტრატეგიულ მოდელს, გულწრფელად და გულახდილად გამოვავლინოთ მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის ამ საზოგადოების გაძლიერებას და ერთად ვიპოვოთ გზები. სწორედ ამაში ვხედავ ჩვენი კონფერენციის მნიშვნელობას. ყველას ვუსურვებ მრავლისმომცველ ანალიზს, გულწრფელ საუბარს და ძალიან ნაყოფიერ მუშაობას”, – განაცხადა გასუმიანოვმა და იმავდროულად სომხეთის ყველა მცხოვრებს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.
კონფერენციის მუშაობის ნაყოფიერება მრგვალი მაგიდების აქტიურობით დასტურდება, სადაც თემები: „რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში“ და „სომხეთი და რუსეთი საერთო ცივილიზაციური სივრცის ნაწილებია“ ფართო განხილვის საგანად იქცა. კერძოდ, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების შესახებ, ასევე შემოთავაზებული იყო საერთაშორისო და რეგიონული პროცესების განვითარების მოდელები და პროგნოზები. განიხილეს საერთაშორისო დიალოგის განვითარების მექანიზმები, გაანალიზდა რუსეთის მიმზიდველობის ფაქტორები უცხო საზოგადოებისთვის, გაიმართა დიალოგი ჟურნალისტებსა და კომუნიკაციის სფეროს ექსპერტებს შორის.
როგორც კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვალენტინა კომლევამ განაცხადა, მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჰუმანიტარული ხასიათის რისკები და მთელი რიგი საფრთხეები, როგორც მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის შესაძლო შემდგომი დაბრკოლებები, აღმოაჩინეს.
„ადამიანის უსაფრთხოებაში ვგულისხმობ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა შიშის არარსებობა და საკუთარი იდენტობისა და ღირებულებების დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა. ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ფაქტობრივად, თავისი არსით, ეგზისტენციალური საფრთხეებისგან დაცვაა”,- დასძინა მან.
ამ ტიპის უსაფრთხოებას,შედარებით უფრო ფართო გაგებით, ემატება ეკონომიკური, საკვების, სამედიცინო და გარემოსდაცვითი უსაფრთხოება. მაგრამ არსებობს სხვა სახის ადამიანური უსაფრთხოება, რომელშიც ცალკეული ქვეყნების, თავად ეროვნული ელიტის როლის გამოთვლა ძალიან რთულია. საუბარია ე.წ სულიერ, ღირებულებრივ უსაფრთხოებაზე, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებზე, რომლებზეც დაფუძნებულია საზოგადოება. დღეს, სწორედ ამ სფეროში მიმდინარეობს ყველაზე მწვავე ბრძოლა. ხოლო სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ქალბატონი კომლევას თქმით, ამ მხრივ დაუცველობის ვრცელი ზონაა კოგნიტური, მენტალური ომების თვალსაზრისით, როგორც გლობალური, ისე რეგიონალური ხასიათის კავშირების მიზეზებით. მართლაც, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დამასტაბილურებელი საფუძველი რელიგიური, ისტორიული და კულტურული ფასეულობებია. დღესდღეისობით, სამიზნეს სწორედ ისინი წარმოადგენენ და მათ, როგორც ლიბერალური ფასეულობების კონკურენტს, ისე აკრიტიკებენ.
„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ღრმა ისტორიული და კულტურული ტრადიციების მქონე საზოგადოებებში ლიბერალური კონცეფცია ფესვებს ძნელად იდგამს. თუ ეს ლიბერალური კონსტრუქცია წარუმატებლობას განიცდის, კვლავ იწყება გაუფასურებული ცხოვრების განხორციელება, უკვე ტრადიციებს, ისტორიულ საფუძვლებს და იმ იდენტობას მოკლებული, რომლის მიხედვითაც ადამიანები ცხოვრობდნენ. შედეგად, ასეთ გარემოში ადამიანი თავს ფსიქიკურად დაუცველად გრძნობს. სომხური საზოგადოების ჰუმანიტარული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხის მაგალითზე შემიძლია დავასახელო დისკუსია, სასწავლო გეგმების შეცვლასა და სწავლებიდან „სომხური ეკლესიის ისტორიის“ ამოღებაზე. მაგრამ სომეხი ხალხისთვის ეს საკითხი პიროვნების სულიერი უსაფრთხოების ერთ-ერთი საყრდენია“, – დასძინა მომხსენებელმა.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს ერთპოლარული სამყაროს დასასრულის პროცესთან და მისი განსხვავების შესაძლო პერსპექტივასთან დაკავშირებული საკითხები. „თუმცა, მის შედეგებს წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. ბუნებრივია, რუსეთი დაინტერესებულია თავისი ეროვნული ინტერესების რეალიზებით, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარი არსებობს“, – ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არაბული და ისლამური კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი, იგორ მატვეევი და მოჰყავს ოთხი სცენარი, რომელიც მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების დასასრულს შესაძლოა რეალობად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ბიპოლარული სამყარო სხვა ქვეყნებზე გავლენის ხისტი ბერკეტებით, აშშ-ჩინეთ-რუსეთის გავლენის ბიპოლარული ან სამპოლარული სამყარო, რომლის კონცეფცია შეზღუდულია სამხედრო პოტენციალის შეფარდებითობით. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სცენარი გულისხმობს ძალაუფლების რამდენიმე მსოფლიო ცენტრის ჩამოყალიბებას.
ექსპერტის აზრით, ამ სცენარის ალბათობა მაღალია, თუმცა დამოუკიდებელი მსოფლიო ცენტრების რაოდენობის შესაძლო შემცირებით. ამავდროულად, ასოციაციების ამ კონცეფციის საფუძველია პოლიტიკურ-იდეოლოგიური და კულტურულ-ცივილიზაციური პოტენციალების შედარება. ”კაცობრიობის ისტორია აჩვენებს, რომ ეს საფუძველი ყველაზე ძლიერია”, – განაცხადა მან.
RUDN უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისა და ისტორიის კათედრის პროფესორმა კონსტანტინე კურილევმა ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესების განხილვაზე ისაუბრა. მისი აზრით, უახლოესი 10-15 წელი მკაცრი კონკურენციისა და კონფრონტაციის პერიოდად იქცევა და სიმწვავის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.
„მიმდინარე პროცესები ტექტონიკური ცვლილებებია, რომლებიც გამოწვევებს უგზავნის ქვეყნებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის მეზობლობას. გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ადრე თუ გვიან ისინი დადგებიან არჩევანის წინაშე: რომელ კოალიციას შეუერთდნენ ახალ განვითარებად სამყაროში – კოლექტიური დასავლეთის უკვე არსებულ კოალიციას, თუ ნეოკოლონიალიზმის პრინციპების უარყოფის საფუძველზე ჩამოყალიბებულ კოლექტიური „არადასავლეთის“ კოალიციას. ეს გამოწვევა იქნება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ინერციით მოძრაობენ მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკის ოთხმოცდაათიანი წლების ფორმატში. ეს პოლიტიკა თავის დროზე მისაღები, სწორი და წარმატებული იყო, თუმცა, თუ პროცესები მიმდინარე მიმართულებით განვითარდება, ასეთი პოლიტიკა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრაგმატული იყოს“.
იმავე აზრს იზიარებს „მრგვალი მაგიდის“ მოდერატორი, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუსული კვლევითი ცენტრის დირექტორი, ფილოლოგიის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი არამ საფარიანი.
„მსოფლიოში ვითარება ძალიან შეიცვალა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ძირითადად განიხილება, როგორც კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის. 1994 წლის შემდეგ პირველად, დასავლელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არსებობს ორ ზესახელმწიფოს შორის შეტაკების შესაძლებლობა და რომ მშვიდობის ძიება საკმაოდ გართულდა. ისინი დაინტერესებულნი არიან ამ კონფლიქტით იმდენად, რამდენადაც მას რუსეთის დასუსტება შეუძლია, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ რუსეთი ერთადერთი კონსტრუქციული ძალაა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სომხეთსა და აზერბაიჯანზე, რომელსაც შეუძლია ახალი ომის თავიდან აცილება. თუ რუსეთი არ იქნება, მაშინ ვინ შეუშლის ხელს ამ ომს, ვინ იქნება სომხეთის ინტერესების გარანტი, რომელიც თურქულ-აზერბაიჯანულ ტანდემთან პირისპირ დარჩა?“, – დასვა შეკითხვა საფარიანმა და მოუწოდა პოლიტიკურ აქტორებს სომხეთის საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ კუთხით განიხილონ.
თუმცა, საიდუმლო არ არის, რომ დასავლეთი არასოდეს დაინტერესებულა სომხეთით იმ კუთხით, რომ მისთვის ეფექტური დაცვა შეძლებოდა. ამ კონტექსტში არამ საფარიანმა აღნიშნა, რომ უფროსი თაობის სომხების უმრავლესობა რუსეთთან ალიანსის, ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების, რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი დაახლოებისა და მეგობრობის მომხრეა. თუმცა 18-28 წლის ახალგაზრდა თაობა ამას სულ უფრო ნაკლებ პრიორიტეტულად მიიჩნევს.
„მიუხედავად ამისა, ექსპერტ სოციოლოგების აზრით, ცოტა რამ არის საჭირო არსებული მდგომარეობის შესაცვლელად: იპოვონ ძალები ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად, რომლის ლოკომოტივი რუსეთია. თუ რუსეთს სურს, მას შეუძლია შეცვალოს ხალხის განწყობა. მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ამ პროცესებით იმედგაცრუებამ შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ სომხური საზოგადოება თანდათან დაშორდება რუსეთის ფედერაციას თავის პრიორიტეტებში“, – განაცხადა მან.
არანაკლებ საინტერესო იყო სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თემა, რომელშიც პრიორიტეტი იყო და რჩება რუსეთი. უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ჟაკ მანუკიანის თქმით, 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ სომხეთს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით შეიარაღების განახლება და შევსება სჭირდება.
„ამ კუთხით რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“, – აღნიშნა მანუკიანმა. – იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საკმაოდ ფართო სახელშეკრულებო და სამართლებრივი ველი შეიქმნა, სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ შეიარაღებული ძალების შეიარაღების უმეტესი ნაწილი საბჭოთა ან რუსული წარმოებისაა.
შირაქის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლილიტ ასოიანმა განაცხადა, რომ ისტორიის გადაწერის, ასევე ჩვენი გმირული წარსულის, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის მოვლენების თვითნებური ინტერპრეტაციების მცდელობები მიუღებელია. Dalma News-თან საუბარში ისტორიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარსულში განვითარებული მოვლენების გამო, სომხების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, რუსეთი კვლავ მოკავშირეა, რომელიც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მხარს უჭერდა სომეხ ხალხს. მან ასევე დასძინა, რომ ტოტალური ლიბერალიზაციისა და ჰიბრიდული ომების პირობებში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება ორივე სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეობს და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ამრიგად, ერევანში გამართული კონფერენცია სრულად ეხმაურება ვლადისლავ გასუმიანოვის მიერ მისასალმებელ სიტყვაში ნათქვამს იმის თაობაზე, რომ სომხეთსა და რუსეთს კულტურული და სულიერი ერთიანობები აკავშირებთ. რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კარკასს წარმოადგენს. განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული მოდელი, ამ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ხელისშემშლელი მიზეზები და ერთობლივად იმსჯელეს შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გზებზე. რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება დაეთმო ახალგაზრდულ პოლიტიკას.
“სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რა პოზიციიდან და როგორ ფიქრობენ ახალგაზრდები დღეს, როგორ ხედავენ ისინი ამ სამყაროს, როგორ ხედავენ სომხეთის ადგილს ამ სამყაროში და მთლიანად რეგიონში, როგორ წარმოუდგენიათ რუსეთის როლი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებსა და , რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებაში. გამოცდილი ექსპერტებისა და მეცნიერების მონაწილეობით ახალგაზრდების ჩართულობა დიალოგებში, აქ განხილულ ძირითად თემებზე, ძალზედ სათანადო და პროდუქტიულია“, – განაცხადა მან Dalma News-ისთვის გაკეთებულ კომენტარში.
სხვათა შორის, იმავე დღეს, გაიმართა კონკურსის ნომინაციების: ახალგაზრდა მეცნიერის საუკეთესო სტატიის და საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომის დაჯილდოების ცერემონიალი. გამარჯვებულ თემად გამოცხადდა „სომხურ-რუსული სტრატეგიული კავშირი: ისტორია, დღევანდელი მდგომარეობა და თვალსაჩინო პერსპექტივები”. გამარჯვებულებს დიპლომები და პრიზები უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუსული კვლევითი ცენტრის დირექტორმა არამ საფარიანმა გადასცა.
ერევანში გამართული კონფერენციის შედეგების შეჯამებისას, მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთი შეხვედრებისა და დიალოგების მნიშვნელობაზე, სადაც განიხილება არა მხოლოდ დაგროვილი პრობლემები, არამედ მათი გადაჭრის ძიება. კონფერენციის შედეგად მოხსენებების კრებული RSCI-ში (Russian Science Citation Index), ხოლო წარმოდგენილი კვლევის შედეგები ჟურნალში Russia and the World: Scientific Dialogue გამოქვეყნდა.
ნათელა ოგანიანი