თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოს სომხეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით ეწვია. ამ მოვლენას ყურადღებით ადევნებენ თვალს როგორც ქართული, ისე სომხური მედია. აღსანიშნავია, რომ ამ დონის ვიზიტი წინა პრემიერის, ჰოვიკ აბრაჰამიანის, 2015 წლის მაისში ბათუმში სტუმრობის შემდეგ პირველია.
სომხური დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მინისტრი სურენ კარაიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი იგნატი არაქელიანი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი აშოტ მანუკიანი, ტრანსპორტის, კავშირის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრი ვაჰან მარტიროსიანი, კულტურის მინისტრი არმენ ამირიანი, ჯანდაცვის მინისტრი ლევონ ალთუნიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი.
ვიზიტს მნიშვნელობას სძენს ის ფაქტიც, რომ სომხეთში აპრილში პარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი. ქვეყანა ახალი საკონსტიტუციო – საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელით იცხოვრებს, სადაც მთავარი ფიგურა პრემიერ-მინისტრი იქნება. ახალი პრემიერის სავარძელსაც სწორედ კარაპეტიანს უწინასწარმეტყველებენ. შესაბამისად, კარენ კარაპეტიანის ვიზიტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფოს მომავალ, ფაქტობრივ ხელმძღვანელთან ურთიერთობების მოგვარების საშუალება.
“ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, რომლებიც ორივე ქვეყნის დღის წესრიგში დგას და პრინციპში, გამოიკვეთა ნაბიჯები, რომლებიც მომავალში უნდა გადაიდგას”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მდივანმა საგარეო კავშირების საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ, გიორგი მარგველაშვილის და კარენ კარაპეტიანის შეხვედრის შემდეგ.
Казалось бы, дежурная цитата, которая идеально подойдет для подведения итогов любого визита. Но, естественно, итоги визита армянского премьера невозможно уместить в этой маленькой цитате.
კარენ კარაპეტიანის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო რუსული საქონლის სომხეთში და პირიქით მიწოდების დამატებითი გზების გახსნის თვალსაზრისითაც. ოფიციალური ერევანი უკვე, რამდენიმე წელია იმის მიღწევას ცდილობს, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტის “ყაზბეგი-ზემო ლარსის” საქართველოს სამხედრო გზის გარდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთი რუსეთს სხვა ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნითაც დაუკავშირდეს.
მთლიანი რელიეფის გამო საქართველოს სამხედრო გზის გამშვები შესაძლებლობები ძალზედ დაბალია, ზამთრის სეზონზე კი საერთოდ ჩაკეტილია.
“თუ კი ლარსის ალტერნატივა გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ალტერნატივა იქნება! თუმცა დეტალებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებ. ჩვენ შევთანხმდით, როგორც ლარსზე, ისე ენერგეტიკულ დერეფანზე”, – განაცხადა კარაპეტიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ალტერნატივა, პირველ რიგში, არის ფსოუს საბაჟო პუნქტი და როკის გვირაბი. ამ ტერიტორიებზე საქართველოს პარლამენტის მიერ, 2008 წლის საქართველო-რუსეთის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული კანონი მოქმედებს. მაშინ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ოფიციალურმა თბილისმა კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და აღნიშნული ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა. შედეგად, აიკრძალა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა.
აფხაზეთში რკინიგზაც არსებობს, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს. მისი გახსნით პირველ რიგში, სომხეთის ხელისუფლებაა დაინტერესებული. თბილისი კი კატეგორიული წინააღმდეგია, იგივე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის და მისი ინტერესების გაუთვალისწინებლობის გამო. უფრო მეტიც, 2013 წლამდე საქართველოში ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა და ტაბუდადებულად მიიჩნეოდა.
“ვფიქრობ, რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია. უფრო მეტის გაკეთებაც კი შეიძლება. ვიმედოვნებთ და ვცდილობთ რუსეთთან პრობლემების მოგვარებას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც მალე ვერ მოგვარდება. თუმცა რკინიგზის აღდგენა მოკლე ვადაშიც შეიძლება, თუკი ამისთვის ყველა მხარის პოლიტიკური ნება იარსებებს”, – განაცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა.
ამ განცხადების შემდეგ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, 2011 წელს ხელმოწერილი “რუსეთის ფედერაციას და საქართველოს მთავრობებს შორის საქონლით ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმება” გაიხსენა. ეს შეთანხმება მხარეებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გავლით ვაჭრობის და სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. თანაც ისინი არ შეეხებიან ამ ტერიტორიების სტატუსის პრობლემებს, იმის წყალობით, რომ საბაჟო პუნქტების ოპერატორის როლს შვეიცარიული კომპანია SGS-ი შეასრულებს.
შეთანხმება ოფიციალური თბილისის მიერ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის თანხმობის სანაცვლოდ გაფორმდა. მაშინ საქართველოში ეს დოკუმენტი გამარჯვებად მონათლეს, რადგანაც შეთანხმების მიხედვით, შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები მდინარე ფსოუს და როკის გვირაბის ტერიტორიებზე უნდა განლაგებულიყვნენ. ეს კი მოსკოვის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არაპირდაპირი აღიარებაა. ამგვარად, იგი ვერ დაეხმარება რუსეთიდან სომხეთში და პირიქით ტვირთების გადაზიდვას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის – Dalma News) გავლით.
“ოკუპირებული ტერიტორია ტვირთის გადასაზიდად დახურულია. შესაბამისად, აქ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ტვირთზე, რომელიც რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონებში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის, რათა თბილისმა საქონლის ტრანსპორტირების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს”, – განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ Dalma News-თან საუბრისას.
საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის შესაძლო გახსნის შესახებ ინფორმაცია უკიდურესად უარყოფითად აღიქვეს ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა.
“ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან აფხაზეთის გზის გახსნა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სასიკვდილო იარას მიაყენებს, გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ასევე, არაღიარების ჩვენი პოლიტიკის შენარჩუნებას და საერთოდ, ადრე თუ გვიან, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, – განაცხადა “ენმ”-ის წევრმა და კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა გაუფუჭდება და ასევე ფოთის პორტი სრულფასოვან მოგებას დაკარგავს.
თავის მხრივ, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ოპოზიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში არ დგას.
“პირველად მესმის. ეს არასწორი ინფორმაციაა. მთავრობაში ეს კონკრეტული პროექტი არც კი განხილულა. ოპოზიცია ბევრს ლაპარაკობს და ძალიან ბევრ ტყუილს”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს თბილისში.
ქართულმა მხარემ ბოლო, რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ექვსი წლის წინათ ხელმოწერილი შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ყველა მოსამზადებელი სამუშაო დაასრულა. მიმდინარე წლის 7 თებერვალს, საქართველოს პრემიერის სპეც.წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის რეგულირების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და უახლოეს მომავალში თბილისს და მოსკოვს შვეიცარიული კომპანია SGS-ის ექსპერტები ეწვევიან.
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, კომპანია SGS-ს სატრანზიტო ტვირთების გაკონტროლება შესაძლებელია თეორიულად ითხოვო, პრაქტიკულად კი შეუძლებელი ჩანს.
“თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ქართველი მოსაზღვრეები და საბაჟოს წარმომადგენლები სახელმწიფოს საზღვარზე საკუთარ ფუნქციას ვერ შეასრულებენ, ეს უახლოეს მომავალში განუხორციელებელია. ქართული მხარე დამატებითი ეკონომიკური სარგებელის მიღებას შეძლებს, თუ საქართველოს გავლით სომხეთს და რუსეთს შორის, სასაქონლო ბრუნვა გაიზრდება, თუმცა მთავარ წინააღმდეგობას პოლიტიკური ფაქტორი წარმოადგენს”, – დასძინა ნიკა ჩიტაძემ.
ასე რომ, რომელ ალტერნატივას გულისხმობდა სომეხი პრემიერი, ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ საქართველოს სამხედრო გზის გარდა, ყველაზე რეალისტური მარშრუტი დღეისათვის საქართველოს ფოთის პორტიდან რუსეთის კავკასიის პორტში ტვირთის გადაზიდვაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შარშანდელ განცხადებას თუ გავიხსენებთ, ტვირთის გამშვები შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, საქართველოს სამხედრო გზის გაფართოვების შესახებ, ცხადი გახდება, რომ თბილისი ამით კეთილმეზობელი და მეგობრული სომხეთის ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს, რეგიონში არსებული სტატუსქვოს შენარჩუნებით.
ასევე ცხადია ისიც, რომ თუ ნიკა რურუა მართალი აღმოჩნდება, ხოლო ოფიციალური ბაქო საქართველოს სომხეთის „ინტერესებში“ მოქმედებების გამო უკმაყოფილებას გამოხატავს, მაშინ თბილისი აღნიშნული პროექტის განხორციელებისგან თავს შეიკავებს. აზერბაიჯანი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მონოპოლისტია ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე. ბაქოდან მიწოდებული გაზის 90%-ს მოიხმარს, რაც თავის მხრივ, ოფიციალურ თბილისს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ მოსკოვთან კონფლიქტის შემთხვევაში „თავისი ენერგოდამოუკიდებლობა“ შეინარჩუნოს.
არტიომ ავაქიმოვი (თბილისი) სპეციალურად Dalma News-ისთვის