ჯაზის სომხური ასოციაცია და კომპანია «MEZZO Production-ი» სექტემბერში დაიწყენებენ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მუსიკალურ ღონისძიებას სომხეთში – ჯაზის ფესტივალი Yerevan Jazz Fest 2015. ფესტივალი 3 კონცერტისგან შედგება, რომლებიც ერევანში 17,18 და 19 სექტემბერს კ. დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება.
ჯაზური ფესტივალი საზეიმოდ 17 სექტემბერს გაიხსნება, რომლის დროსაც გამოვლენ სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო-სიმფონიური ორკესტრები (სამხატვრო ხელმძღვანელი ერვანდ ერზნიაკი), არცახას ჯაზური ორკესტრი (სამხატვრო ხელმძღვანელი ტიგრან ლალიანი), ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ «Insight» -თან ერთად, ფრანგი ლორენ რობინი, აშშ-დან აბრაამ გუნროიანი, რუსეთიდან სერგეი მანუკიანი, ლიბანიდან არტურ სატიანი, ასევე ლევონ მალხასიანი, ვააგნ აირაპეტიანი, არმენ ტუტუნჯიანი და კარენ მამიკონიანი. ბილეთის ფასია 3 000, 5 000, 7 000, 10 000 და 15 000 დრამი.
18 სექტემბერს კ. დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება ამერიკული ჯგუფის რიჩარდ ბონის კონცერტი. ჯგუფის შემადგენლობაში არიან რიჩარდ ბონი, ეტეინ სტედვიკი, ლუდვიგ აფონსო, ლი გრინბალტი და ადამ სტოლერი. ბოლეთის ღირებულება შეადგენს 5000, 7000, 10000, 12000, 15000, 20000 და 25000 სომხურ დრამს.
19 სექტემბერს გამოვა სომხეთის სახელმწიფო ჯაზური ორკესტრი სამხატვრო ხელმძღვანელ არმენ უსნუნცის ხელმძღვანელობით, ასევე მარიამ და არმენ მერაბოვები რუსეთიდან, ავსტრიელი ერნა იუზბაშიანი და ჰიუბერტ ტაბსი.
ბილეთის ფასია 3 000, 5 000, 7 000, 10 000, 12 000 და 15 000 დრამი.
მანამდე Dalma News-ი წერდა სომხური ჯაზის ტრადიციებისა და ქვეყანაში მუსიკის ამ ჟანრის პოპულარობის, ასევე მსოფლიოში სომხური ჯაზის მომავალი დიდი ღონისძიების შესახებ.