“წლის განმავლობაში დავაგროვეთ დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც შემოვიდა გადასახადებითა და სხვა შემოსულობებით. ჩვენ შევხდით კომერციული ბანკის ხელმძღვანელებს და პირობა მივეცით, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ასევე დავაგროვებთ დაახლოებით 300 მილიონ ლარს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომლის ცნობითაც, წლის განმავლობაში სახელმწიფო რეზერვები მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
ნოდარ ხადურის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს.
“იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი საკუთარი პოლიტიკით განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, და მეორე მხრივ, თავს დაანებებს ბიუჯეტისკენ ხელის გამოშვერას”, – განაცხადა ხადურმა.