თურქეთში მიმდინარე შეტაკებების გამო საქართველოს საელჩო და საკონსულო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც დაკავშირება იქ მყოფ ქართველებს შეუძლიათ.
როგორც Dalma News -ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და თურქი სამართალდამცველები ცდილობენ საფრთხეები ტურისტულ ობიექტებამდე არ მივიდეს.
თურქეთში ქურთების მხარდამჭერი “სახალხო დემოკრატიული პარტიის” შტაბზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში “ქურთების მუშათა პარტიის” მებრძოლებმა 15 თურქი სამართალდამცველი მოკლეს. თურქეთის სხვადასხვა ქალაქში არეულობა გრძელდება. ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა, პოლიცია მოქალაქეებს შინ დარჩენისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. დემონსტრატთა ჯგუფები ქურთების მუშათა პარტიის ოფისებს სხვადასხვა ქალაქში ესხმიან თავს. ანკარასთან ერთად შეტაკებებია საკურორტო ზონაშიც. ალანიაში ადგილობრივმა ნაციონალისტებმა ქურთების მუშათა პარტიის ოფისებზე მიიტანეს იერიში. აგრესიულად განწყობილი ჯგუფების შეკავება პოლიციამ სცადა, თუმცა დემონსტრანტებმა წინააღმდეგობის გაწევა მოახერხეს.