ჩვენ 21-ე, ნანოტექნოლოგიებისა და მოწინავე კომუნიკაციების საუკუნეში ვცხოვრობთ. თუ ადრე საერთაშორისო კომუნიკაცია პრობლემა იყო (სატრანსპორტო საშუალებების, მატერიალური შესაძლებლობებისა და ა.შ. არქონა), ჩვენს დროში თითოეულ ადამიანს, საშუალო სტატისტიკური ხელფასით შეუძლია წელიწადში ერთხელ მაინც, საზღვარგარეთ გამგზავრება. მატერიალური საკითხის გარდა არსებობს “ტურიზმის” სწორი აღქმა. სიტყვა “ტურიზმი” ორი საუკუნის წინ გაჩნდა, თუმცა რეალური მნიშვნელობა ცოტა ხნის წინათ შეიძინა.
ძველად ადამიანები მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მიზნით მოგზაურობდნენ (ახალი მიწისა და საცხოვრებელი ადგილის საპოვნელად, სამხედრო კავშირების დასამყარებლად და ა.შ.), მაგრამ ტურიზმის განვითარება, როგორც მოღვაწეობის დამოუკიდებელი სფერო, სიამოვნების მიღება, ან რაიმე პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა, ახალი ეტაპია. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს გახდეს ტურისტი და მოინახულოს სხვადასხვა ქვეყანა არა მხოლოდ ინტერნეტით, არამედ საკუთარი თვალით. დროდადრო ტურიზმი სპორტის სახეობას, აქტიურ დასვენებას და პროფესიული დონის რაღაც სამუშაოს ემსგავსება.
თითოეული ადამიანი „ტურიზმს“ თავისებურად აღიქვამს. ზოგისთვის ეს დასვენება, ძალების აღდგენა, ემოციური განახლება და სისხლში ადრენალინის დონის მომატებაა. ზოგისთვის კი ეს კარგად დაგეგმილი მოგზაურობა, ან ფულის შოვნის საშუალებაა. თითოეულ მამაც ადამიანს, რომელიც დამოუკიდებლად მოგზაურობს, გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ყველაფერს გააკონტროლებს. პირველი ლაშქრობიდან დაბრუნებული ასეთი ადამიანები აცხადებენ, რომ ცხოვრებაში მსგავს ავანტიურაში აღარ გაებმებიან. შედეგად, ნამდვილ სიამოვნებას იკლებენ, რადგანაც არ იციან სინამდვილეში ტურისტული ლაშქორებისათვის როგორ მოემზადონ. რა უნდა წაიღო თან და რა უნდა დატოვო? როგორ უნდა მოიქცე ამა, თუ იმ ქვეყანაში?
მსგავსი “ყოვლისმცოდნე ადამიანების” სიმრავლის გათვალისწინებით, ტურიზმის სფეროში აქტუალურია გიდი, რომელიც ტურისტს არა მხოლოდ მარშრუტის უსაფრთხოდ გავლაში, არამედ მზადებაშიც ეხმარება. ეს ადამიანები პროფესიონალები და სპორტის ოსტატები არიან, რომლებისთვისაც ტურიზმი ნამდვილ სპეციალობად იქცა. მთებზე ასვლა, ინკების პირამიდებთან მოგზაურობა, სხვადასხვა უდაბნოში მოგზაურობა ამ თანამგზავრების გარეშე შეუძლებელია.
ტურიზმი ხშირად უკავშირდება უცნობ ადგილებში ლაშქრობასა და მოგზაურობას, რასაც ტრამვების რისკი ახლავს თან. ბევრნაირად შეიძლება ადამიანი გაერთოს, მაგრამ რაღაც ახლის ნახვის, ახალი შეგრძნებების, საკუთარი თავის ახლებურად შეცნობის, ან საკუთარი თავის შემოწმების ვარიანტი ნამდვილად არ არის ბევრი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს თვითგადარჩენის ინსტინქტიც.
პირადი უსაფრთხოების მიზნით, დაიცავით რამოდენიმე საკმაოდ იოლი, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი წესი, რომლის გარეშეც არცერთ მოგზაურობას არ აქვს მომავალი.
• თქვენი მოგზაურობა ჯერ კიდევ თქვენივე სახლიდან იწყება. საჭირო არ არის, მთელს ქვეყანას გააგებინოთ, რომ გარკვეული დროით მიემგზავრებით (შესაძლოა არასაჭირო ინფორმაციამ არასაჭრო ადამიანებამდეც მიაღწიოს).
• ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ ქვეყანაში აპირებთ გამგზავრებას, მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით მოიძიეთ. ადვილად შეიტყობთ დანიშნულების ადგილების შესახებ და იპოვით იქ მცხოვრებ ადამიანებს (გაიგებთ მათ რელიგიას, ოფიციალურ ენას, ფულის ვალუტას, გართობის კვალიფიცირებულ ადგილებს, სასტუმროებსა და ჰოსტელებს).
• თუ ხმაურიანი შეხვედრები, ბარები და დისკოტეკები გიტაცებთ, აქაც ინტერნეტი დაგეხმარებათ. გაეცანით ფორუმებზე რას ამბობენ იმ ქვეყანაში უკვე ნამყოფი ადამიანები. დარწმუნებულები იყავით, რომ ბევრ საინტერესოსა და საჭირო ინფორმაციას გაეცნობით.
• საგანგებო შემთხვევებისათვის (მაგალითად, გზა აგებნათ, ან არ იცით, როგორ შეუკვეთოთ საჭმელი) ისწავლეთ რამოდენიმე საჭირო ფრაზა, ან შეიძინეთ სასაუბრო ლექსიკონი.
• გაფრენამდე აუცილებლად გაიგეთ, არის თუ არა იქ თქვენი ქვეყნის საელჩო. ჩაინიშნეთ წარმომადგენლობის კოორდინატები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ოფიციალური ინტერნეტ საიტი და ა.შ.).
• თვენი სწორი მოგზაურობა აეროპორტიდან იწყება. ეცადეთ დაიცვათ, უბრალო ხალხური გამონათქვამი: “მოჩქარეს მოუგვიანდესო”. არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდეთ უცხო ადამიანებს საეჭვო ჩანთების, პაპკების, კონვერტების გადაზიდვას.
• უკვე საზღვარგარეთ მყოფმა ეცადეთ არ იყოთ გამორჩეული და თავი აარიდეთ მოულოდნელ ნაცნობობას.
აი, სულ ეს არის. გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას!