ტიმოთესუბნის მონასტრის 800 წლისთავთან დაკავშირებით გამართული სადღესასწაულო ღონისძიებები ცნობილი მომღერლების მონაწილეობით გამართული გალა-კონცერტი დღეს დასრულდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გუშინ მოეწყო მხატვრის ომარ ჩხეიძის ფერწერული ტილოების გამოფენა.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ისტორიკოს ბაკურ გელაშვილის ფოტოგამოფენის ნაწილი სახელწოდებით- “ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია”, რომელიც დღეს სრულყოფილი სახით ტიმოთესუბნის მონასტრის ეზოს ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე პარაკლის აღავლენს. ლიტურგიის შემდგომ ღია ცის ქვეშ სახალხო ზეიმი დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში გუშინ მოეწყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ გახსნა. გამოფენის მონაწილე მოსაწვალეები ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინე ხუჭაძემ დააჯილდოვა.
ტიმოთესუბნის ტაძრის 800 წლის იუბილეს მიეძღვნა კონფერენცია – “დედა ეკლესია”. კონფერენციის მონაწიეელბისთვის გაიმართა დოკუმენტური ფილმის “ტიმოთესუბნის 800 წლის იუბილეს” ჩვენება.
მსმენელის წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ სასულიერო პირები და მეცნიერები. საღამოს კი საგალობლები შეასრულეს ანსამბლებმა “ნენანამ,” “მზეშინამ” და “ბორჯომმა”.