თბილისში მუშაობა დაიწყო სოციალურმა ტაქსიმ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებას უზრუნველყოფს.
სოციალური ტაქსი ფონდ “სიცოცხლის ხის” ფინანსური მხარდაჭერით ამუშავდა. საპილოტე პროექტი თბილისში ხორციელდება და განკუთვნილია ეტლით მოსარგებლე და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების მქონე პირებისთვის.
ტაქსის გამოძახების ღირებულება 3 ლარია, მომდევნო ერთი კილომეტრის ღირებულება კი – 60 თეთრი. დაინტერესებულ პირებს ტაქსის გამოსაძახებლად უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე: 577 77 65 56.
პროექტის განხორციელება რეგიონებშიც იგეგმება.