თბილისის მერიის ეკონოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის ინფორმაციით, ივლისში მომხდარი სტიქიის შედეგად დანგრეული თბილისის ზოოპარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ვოლიერებისთვის 55000 ლარი, ახალი ზოოპარკის ტერიტორიის შესაღობად კი 2000000 ლარი გამოიყოფა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზოოპარკის ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები ზოოპარკის ადმინისტრაციასთან ერთად დღეს განიხილა, სადაც გადაწყდა, რომ დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, გაკეთდება ჰიპოპოტამის, დათვებისა და მგლების ვოლიერები, შემოიღობება ზოოპარკის ტერიტორია და მოხდება გაზიფიცირება.
“რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მიღება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.